თანამშრომელთა განვითარების სისტემის ფორმირება

ტეგები


Business English Language Center Management OD Organisational Charts Organizational Chart Organizational development Smart Goals SpeakUp TOT Training Of Trainers Web Development Wordpress Wordpress Course ადამიანური რესურსები ბიზნეს ინგლისური გაყიდვები გაყიდვების მართვა გუნდის მართვა ეფექტური გუნდი ვებ დეველოპმენტი ვორდპრესი ვორდპრესის კურსი ზოგადი მენეჯმენტი თანამშრომელთა მართვა კვლევა კლიენტებთან ურთიერთობა კომუნიკაცია ლიდერობა მარკეტინგი მენეჯმენტი მომსახურების სტანდარტები მომხმარებლებთან ურთიერთობა ორგანიზაციული განვითარება ორგანიზაციული სტრუქტურა ორგანიზაციული სქემა პერსონალური მენეჯმენტი სერვის პლიუსი ტრენინგი მენეჯერებისთვის ტრენინგი ტრენერებისთვის ხელოვნური ინტელექტი

სოციალური ქსელი


თანამშრომელთა განვითარების სისტემის ფორმირება

ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების ყოლა. ამისთვის, მარტივი გზა არის სხვა კომპანიიდან გამოცდილი კადრის გადმობირება. თუმცა, როგორც წესი, ეს კომპანიას გაცილებით ძვირი უჯდება ვიდრე შიდა კადრის დაწინაურება და მისი განვითარება, კონკრეტული საქმის გასაკეთებლად.

იმისათვის, რომ თანამშრომლებს შევთავაზოთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალება, საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ასამაღლებლად აუცილებელი ტრენიგნების ჩატარებას.

უპირატესობა ასეთი სისტემის ჩამოყალიბების არის შემდეგი: პირველი – გარედან მოყვანილი კადრის ნაცვლად, (რომელსაც უფრო დიდი ხელფასი უნდა შევთავაზოთ) ჩვენ გვეყოლება ადამიანი, ვინც უკვე იცის კომპანიის შიდა პოლიტიკა და მეორე – თანამშრომლებისთვის კარიერული და პროფესიული ზრდის შეთავაზებით ვზრდით მათ მოტივაციას და ლოიალობას კომპანიის მიმართ.

კომპანიაში განათლების სისტემის დასანერგად ჩვენ გამოვიყენებთ პიტერ სენგეს 5 დისციპლინას, (1. ინდივიდუალური ოსტატობა; 2. გონებრივი მოდელები; 3. ერთობლივი ხედვა; 4. სისტემური აზროვნება; 5. ჯგუფური სწავლება) რომელიც კომპანიებს ცვლილებებთან შეგუებასა და ორგანიზაციულ თუ ინდივიდუალურ სწავლებაში უწყობს ხელს. თუკი ორგანიზაციას გრძელვადიანი წარმატების მიღწევა სურს, მაშინ იგი უნდა ისწრაფვოდეს თანამშრომელთა განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.

რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ
  • შიდა შერჩევის გზით ტრენერების მოძიება და გადამზადება;
  • კომპანიის პროდუქტის ანალიზი, კატეგორიების ანალიზი;
  • ტრენერის შერჩევისთვის შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • გასაუბრების წარმოება და პროდუქტის კატეგორიების მიხედვით ტრენერის შერჩევა;
  • შერჩეული კადრების ტრენერობისთვის გადამზადება და სატრენინგო მოდულების შემუშავებაში დახმარება.
ტრენინგების ჩატარებისთვის პროცედურების და ფორმების ჩამოყალიბება.

  • On Job ტრენინგების ჩატარების პროცედურების და წესების განსაზღვრა;
  • ტრენინგთან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმების შემუშავება.
  • ტრენინგების პროცედურების დაკავშირება სამუშაოს შესრულების და მისტიური მომხმარებლის შეფასებასთან. 
  • შენიშვნა: ამისთვის საჭიროა კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მისტიური მომხმარებლისა და სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემა.

ტრენინგების სისტემის ჩამოყალიბების და ტრენერების გადამზადების შემდეგ, ჩვენ დავესწრებით შერჩეული ტრენერ(ებ)ის რამოდენიმე ტრენინგს და საჭიროების შემთხვევაში, მივცემთ ეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციებს. 

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესასრულებელი საქმის მოცულობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.