ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
როი ჯგუფი (ROI GROUP) – არის ბიზნეს საკონსულტაციო და პრაქტიკული ტრენინგების ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია პრაქტიკოსი მენეჯერების მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირო მიმართულების კონსალტინგს და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქმიანობის სწორად წარმართვისთვის.
კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია დამკვეთი დავაინტერესოთ იმ საკითხების შესწავლით, რომელიც მოიცავს ბიზნესის მართვის როგორც ტექნიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მხარეს.
ვეხმარებით ადამიანებს, როგორ დაგეგმონ კარიერა და გახდნენ წარმატებული მენეჯერები ყველაზე მოთხოვნადი პოზიციებისთვის, როგორიცაა – გაყიდვები, შესყიდვები, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ.
ჩვენი ხედვა
დავეხმაროთ კარიერაში დამწყებ საფეხურზე მყოფ ადამიანებს. გავაუმჯობესოთ და მივუსადაგოთ მათი საბაზისო ცოდნა, მოთხოვნილ სამსახურეობრივ სამუშაო აღწერილობას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. შევუქმნათ მათ ისეთი პლატფორმა, რომლის მიხედვითაც მსმენელი შეძლებს დაიწყოს სამსახური, ან გადადგას მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯი, კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენი ამოცანაა რეალობაში შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში, ტრენინგები იყოს ზედმიწევნით პრაქტიკული და შესატყვისი. აუცილებლად პასუხობდეს იმ ამოცანებს და გამოწვევებს, რომლებიც გვხვდება რეალურ დროში, ყოველდღიურ სამსახურეობრივ საქმიანობაში.
- ჩვენ ვიცით რა ხდება ამჟამად დასაქმების ბაზარზე;
- გვესმის რამდენად დიდია კონკურენცია;
- რა უნარჩვევები არის საჭირო, პირველი სამსახურის დასაწყებად;
- რა თვისებები და ცოდნა გჭირდებათ კარერული წინსვლისთვის;
- რა არის საჭირო იმისთვის, გქონდეთ საკუთარი ბიზნესი და მართოდ იგი.
გაიცანით
ჩვენი გუნდი
სიმონ ორმოცაძე
მმართველი პარნტიორი
დავით ბარბაქაძე
HR/OD კონსულტანტი
მარიკა შიოშვილი
პარტნიორი ტრენერი
გიორგი ბურდული
პარტნიორი ტრენერი
გუჯა სიმონიშვილი
ვებ დეველოპერი