შესავალი – ვორდპრესის სიღრმისეული კურსი

21-ე საუკუნეში თითქმის შეუძლებელია აწარმოებდე ბიზნესს და თქვენი პროდუქტი არ იძებნებოდეს ციფრულ სივრცეში. სანამ მომხმარებელი თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას შეიძენს, ის ეძებს და განიხილავს ალტერნატივებს და მხოლოდ მას შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, შეიძინოს თუ არა თქვენი პროდუქტი.
მომხმარებლის დარწმუნებისთვის, და იმისთვის რომ გაზარდოთ თქვენი პროდუქტის გაყიდვის შანსი, საჭიროა სრულყოფილი, საიმიჯო და საპრეზენტაციო ვებ-გვერდი, (ისე როგორც ფილიალის ლოკაცია, კეთილმოწყობილი ინტერიერი და მერჩენდაიზინგი) რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს ბიზნესს კონკურენტულ, ციფრულ გარემოში. იქნება მომხმარებელის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მარტივად გასაგები და ინტერაქტიული.
სწორად აგებული, მარტივი და პრეზენტაბელური ვებ-გვერდი, ზრდის პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შანსებს, რათა მოხმარებელმა შეიძინოს თქვენი პროდუქტი და ბიზნესიც განვითარდეს ყოველდღიურად. უამრავი ბიზნესი, მიუხედავათ მათი მუშაობის სპეციფიკისა თუ მოდელისა, იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, იმისთვის რომ არ ჩამორჩნენ დროს და იყვნენ ყოველთვის კონკურენტუნარიანები.
ამიტომაც გახდა ვებ-დეველოპერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი საავტორო კურსიც, მიზნად ისახავს შეგასწავლოთ ეს სფერო ისე, რომ თქვენ დამოუკიდებლად შეძლოთ მუშაობა მცირე, საშუალო ან მსხვილ ბიზნესთან.
ზოგადი ინფორმაცია კურსზე
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე / 48 საათი.
- განრიგი: ყოველ შაბათ კვირას, თვეში 8 ლექცია, 16 საათი.
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი.
- ღირებულება: 600 ლარი. გადახდა 2 ეტაპად.
- ასაკი: 13-14 წლიდან;
- წინასწარი მოთხოვნა: სასაუბრო ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე, ოპერაციული სისტემის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
- ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რ-ბა: 5 მსმენელი.
- გაკვეთილები ჩატარდება ოფლაინ რეჟიმში. მის: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ 5, კორპ 1ა.
- ტრენერი: გუჯა სიმონიშვილი, ვორდპრესის დეველოპერი 2014 წლიდან.
როგორ ხდება მიღება?
მიღება ხდება პირადი გასაუბრებით, სადაც ვამოწმებთ მომავალი სტუდენტის ტექნიკურს შესაძლებლობებს და ინგლისური ენის ცოდნას. თუ სტუდენტი მზად არ არის კურსის დასაწყებად, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ მას ინგლისური ენისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო კურსები.
რა არის ვორდპრესი
ჩვენ ვიცით რომ ვებ-დეველოპერები იყენებენ უამრავ ტექნოლოგიას ვებ გვერდების ასაგებად. წერენ მარტივ და რთულ კოდებს, ალგორითმებს, მუშაობენ მონაცემთა ბაზებთან და მართავენ სხვადასხვა სირთულის პროცესებს.
სწორედ ამიტომ, ბევრ ჩვენთაგანს ეშინია შეეჭიდოს სირთულეს, რადგან ჰქონიათ რომ ეს ყველაფერი იმდენად რთულია, ვერ შეძლებენ მასთან გამკლავებას.
ჩვენ გიდასტურებთ, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივია მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ დღეს უკვე შეგიძლიათ ვებ გვერდი ააგოთ ისე, რომ არ დაგჭირდეთ კოდის დაწერა. ან თუ დაწერთ, მინიმალურად ჩაერიოთ საიტის სტრუქტურაში, შეცვალოთ დიზაინი, დაამატოთ გარკვეული ფუნქციონალი და ა.შ.
აი, ვორდპრესი სწორედ ეს ხელსაწყოა თქვენთვის, რომელიც გაძლევთ საშუალებას ააგოთ სხვადასხვა სირთულის ვებ გვერდები NO CODE გარემოში. ამ პლატფორმასთან ურთიერთობა სპეციფიური და ლოგიკურია, თუმცა არა რთული. მომხმარებელი რომელიც ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში საშუალო დონეზე და ფლობს სასაუბრო ინგლისურს სამომხმარებლო დონეზე, ადვილად ერკვევა პლატფორმის გარემოში.
ვორდპრესის განვითარებაში უამრავი ვებ დეველოპერი არის ჩართული. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და კოდის წერის გარეშე ავაწყოთ ვებ გვერდები.
რას გთავაზობთ ჩვენ?
როგორც წესი, კურსების უმრავლესობა ორიენტირებულია გააუმჯობესოს თქვენი ზოგადი ხედვა, საკითხის მიმართ. შემდეგ თქვენ, პრაქტიკაში უნდა გადაიტანოთ მიღებული გამოცდილება და კიდევ გააგრძელოთ სწავლა. გამომდინარე იქედან, რომ ხშირად საკითხი კომპლექსურია და არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კურსის გავლა.
ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ადამიანებს ხშირად დრო არ გვაქვს, დამატებით სახლშიც ვიმეცადინოთ. ამიტომ, კურსის განმავლობაში ახსნილ თეორიულ მასალას, მაშინვე გადავიტანთ პრაქტიკაში და მაქსიმალურად ვეცდებით, შეგძინოთ მყარი ცოდნა, რომელსაც შემდგომში ადვილად გამოიყენებთ საჭიროებისამებრ.
კურსის სილაბუსი აგებულია თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად. გაწვდით მხოლოდ იმდენ ინფორმაციას, რისი გააზრებაც შესაძლებელია 2 საათიანი ლექციის განმავლობაში. ყოველ ლექციაზე თქვენ მიხვდებით, როგორ ვითარდებით და ყოველი მომდევნო საკითხი, რამდენად მარტივია გასაგებად.
ჩვენ გთავაზობთ მეცადინეობას მეგობრულ და ტექნიკურად მოწესრიგებულ გარემოში. თქვენგან მხოლოდ საჭიროა ტექნიკურად გამართული კომპიუტერი.
კურსის სილაბუსი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვორდპრესის სამყაროში. იმისთვის, რომ ისწავლოთ WordPress, საჭიროა იცოდეთ ინგლისური სამომხმარებლო დონეზე, გქონდეს ლოგიკური აზროვნება და ერკვეოდეთ დიზაინის საფუძვლებში. ამასთანავე, თუ შენ ხარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ვორდპრესის სწავლის პროცესი გაცილებით გაგიმარტივდება.
ლექცია 1
- ვორდპრესის ფუნქციები და შესაძლებლობები;
- ვორდპრეს საიტების მიმოხილვა;
- რა არის სერვერი, დომენი, ჰოსტინგი? სად შევიძინოთ?
- რა არის მონაცემთა ბაზა, რა დანიშნულება აქვს მას?
- როგორ დავაინსტალიროთ ვორდპრესი?
- მომხმარებლების დამატება და როლების მართვა;
ლექცია 2
- ფასიანი და უფასო თემების მოძიება/ინსტალაცია – ფუნქციების განხილვა.
- გვერდების – პოსტების განხილვა;
- თეგების შექმნა და განხილვა;
- Revisions ფუნქციის განხილვა – მართვა;
- მენიუს შექმნა, მენიუს იერარქია;
- რა არის Elementor და რა დანიშნულება აქვს მას ვორდპრესში?
- ელემენტორის დაყენება – ვიჯეტების განხილვა;
- ტექსტებთან და ფოტოებთან მუშაობა ელემენტორში
ლექცია 3
- გვერდების სტრუქტურის შემუშავება (ბლოკების ლოგიკურად აგება)
- Custom Header – ის შექმნა ელემენტორის გამოყენებით;
- სიახლეების [BLOG] გვერდის შექმნა.
ლექცია 4
- ვიჯეტების განხილვა;
- ვიჯეტების განლაგება ვორდპრესში;
- პოსტების გამოტანა სიახლეების გვერდზე, კატეგორიებად დაყოფა;
- Custom footer-ის შექმნა ელემენტორის გამოყენებით;
ლექცია 5
- დინამიურ ტეგებთან მუშაობა ელემენტორში;
- Custom field_ების მიმოხილვა და გამოყენება;
- საკონტაქტო ფორმები და მათი კონფიგურაცია.
ლექცია 6
- ენების ფლაგინების განხილვა;
- ენის ფლაგინის ინსტალაცია საიტზე – კონფიგურაცია;
- 2 ენოვანი საიტის შექმნა.
ლექცია 7
- WooCommerce დაყენება;
- WooCommerce ძირითადი პარამეტრების გამართვა;
- E-commerce გვერდების დამატება (shop, cart, checkout.)
- პროდუქტების შექმნა, რედაქტირება, წაშლა;
- ატრიბუტების შექმნა, პროდუქტებზე მინიჭება;
- ცვლადი პროდუქტები;
ლექცია 8
- Upsells / Cross Sells განხილვა;
- პროდუქციის ფილტრის შექმნა;
- WooCommerce მიწოდების მეთოდების, კლასების შექმნა;
- შეკვეთების შეტყობინებების გამართვა (admin side, user side)
- გადახდის სისტემების ინტეგრაცია (Paypal);
ლექცია 9
- WordPress ბექაფირება (განხილვა, პლაგინის ინსტალაცია);
- ფაილების, ბაზის ბექაფი და აღდგენა;
- რა არის დომენი, რა არის ჰოსტინგი;
- რისთვის გვჭირდება მონაცემთა ბაზა? როგორ შევქმნათ მონაცემთა ბაზა?
- საიტის ბექაფის გაშვება ლოკალური სერვერიდან რეალურ დომენსა და ჰოსტინგზე.
ლექცია 10
- სერვერზე ელ-ფოსტის ანგარიშების შექმნა;
- რა არის SMTP პროტოკოლი და რისთვის გვჭირდება;
- WordPress-ში SMTP პლაგინის ინსტალაცია;
- SMTP პარამეტრების კონფიგურაცია WordPress-ში;
- საკონტაქტო ფორმებიდან მეილზე შეტყობინების დაგზავნა;
ლექცია 11
- რატომ არის ქეშირება საჭირო ვორდპრესში და რაში გვეხმარება;
- რატომ არის საჭირო სიჩქარის ოპტიმიზაცია საიტზე;
- ქეშირების პლაგინების განხილვა / ინსტალაცია;
- Google Pagespeed განხილვა;
ლექცია 12
- რა არის SEO, რისთვის გვჭირდება, რა უპირატესობები აქვს და რატომ არის მნიშვნელოვანი SEO friendly ვებ გვერდის აწყობა?
- SEO პლაგინების განხილვა / ინსტალაცია;
- SEO პარამეტრების კონფიგურაცია;
- საიტის დაკავშირება გუგლის სისტემებთან (Google analytics; Google Search Console);
- SEO მეტა ქივორდების და აღწერების გაწერა გვერდებზე.
ლექცია 13
- HTML-CSS WordPress-ში (შესავალი);
- Code editor განხილვა;
- HTML ტეგები;
- HTML ID, კლასები;
- გვერდის სტრუქტურის აგება HTML-ში;
ლექცია 14
- CSS სტილები;
- CSS ID, კლასები;
- CSS:before-after;
- ფერების, ფონტების, ზომების რედაქტირება CSS გამოყენებით;
- ვებ გვერდის დიზაინის აწყობა Custom CSS გამოყენებით;
ლექცია 15
- Inspect element – ის გამოყენება ბრაუზერში;
- Inspect element – ის განხილვა;
- HTML ტეგები და მათი სტრუქტურა;
- CSS სტილებთან მუშაობა Inspect element-ში;
- Custom სტილების გაწერა თემის კონფიგურაციაში.
ლექცია 16
- HTML ტეგების, ID-ების, კლასების განხილვა;
- საჭირო CSS სტილების განხილვა;
- Elementor-ის ედიტორში საკუთარი HTML კოდის გაწერა;
- HTML კოდის დიზაინის გასწორება, ფონტების, ფერების მინიჭება CSS გამოყენებით.
ლექცია 17
- რესპონსიული დიზაინის შემოწმება სხვადასხვა ბრაუზერში;
- რესპონსიული დიზაინის აწყობა Elementor-ის Tool-ების და Custom CSS გამოყენებით;
- დიზაინის მორგება სხვადასხვა ეკრანისთვის;
- მედია Query-ების გაწერა CSS – ში.
ლექცია 18
- საიტის ფუნქციონალის გაზრდის მიზნით საჭირო დამატებითი პლაგინების მოძიება და ინსტალაცია:
- Elementor Addons;
- Woo-commerce Addons;
- Flexible Checkout Fields;
- Custom fonts;
- Loco translate;
- WordPress Security;
ლექცია 19
- უსაფრთხოება ვორდპრესში:
- WordPress ძრავის განახლება ბოლო ვერსიამდე;
- თემის განახლება ბოლო ვერსიამდე;
- პლაგინების თავსებადობის შემოწმება ვორდპრესის ვერსიასთან და განახლება ბოლო ვერსიამდე;
- Wordfence უსაფრთხოების პლაგინის ინსტალაცია – კონფიგურაცია;
- საკონტაქტო ფორმებიდან სპამის შეზღუდვა Google recaptcha გამოყენებით;
- საიტზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე ბექაფის გაკეთება.
ლექცია 20-23
ბოლო 4 (20, 21, 22, 23) ლექცია დაეთმობა ნასწავლი მასალის რეალურ პროექტზე გამოყენებას. მსმენელები, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ააგებენ ვებ გვერდს. სამუშაო პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს ადგილზევე გავასწორებთ და კიდევ ერთხელ ავუხსნით როგორ გამოიყენონ ცოდნა სწორად.
ამრიგად, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და დავრწმუნდებით, რომ მსმენელებმა ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება წაიღეს ჩვენგან, რა მოლოდინიც ჰქონდათ კურსის დაწყებისას.
ლექცია 24
- დამკვეთთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- ვებ-გვერდის საჭიროების განსაზღვრა;
- ბიუჯეტირება;
- პროექტის მართვის სისტემები; AGILE, SCRUM, TRELLO.
- შემდგომი მომსახურება და მხარდაჭერა.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი შეძლებს:
- დამოუკიდებლად დაგეგმოს ვებ გვერდის სტრუქტურა;
- ააწყოს შესაბამისი ტიპის ვებ გვერდი;
- დაამატოს და ამოაკლოს ფუნქციონალი;
- შეცვალოს და გააუმჯობესოს დიზაინი;
- იყოს მზადყოფნაში აიღოს პროექტი და ეურთიერთოს დამკვეთს სწორად.
- მართოს ვებ გვერდის დამზადების სრული ციკლი დამოუკიდებლად.