ორგანიზაციული სტრუქტურის მნიშვნელობა სამუშაო გარემოში

სოციალური ქსელი


რა არის ორგანიზაციული სქემა?

ორგანიზაციული სქემა, რომელსაც არაოფიციალურად ცნობილია როგორც ორგანიზაციულ სტრუქტურა, არის გადამწყვეტი ინსტრუმენტი, რომელიც ვიზუალურად ასახავს ორგანიზაციის სტრუქტურულ მოწყობას. ეს არის ორგანიზაციის წევრებს შორის როლების, პასუხისმგებლობების და ურთიერთობების გრაფიკული ილუსტრაცია. 

ის თანაბრად ეხება ბიზნეს კორპორაციას, სამთავრობო უწყებებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს ან სხვა ტიპის დაწესებულებებს. ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს, ორგანიზაციის შიგნით, იერარქიას უმაღლესი აღმასრულებლებიდან ქვედა დონის თანამშრომლებამდე, გადაწყვეტილების მიღების იერარქიას. 

თუმცა, ორგანიზაციული დიაგრამების რეალური მნიშვნელობა სცილდება მათ იერარქიულ წარმოდგენას. ისინი ძალზე სასარგებლოა კომუნიკაციის ნაკადის გამოსახატავად, თუ ვინ ვისთან არის ანგარიშვალდებული, ასევე გვთავაზობს დეტალებს კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების გზების შესახებ.

ორგანიზაციული სქემა მოქმედებს როგორც გზამკვლევი, რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ორგანიზაციული სტრუქტურისა და საერთო ფუნქციონირების შესახებ. ორგანიზაციული სქემების მნიშვნელობა მდგომარეობს მათ უნარში, ხელი შეუწყონ ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ გაგებასა და კომუნიკაციას, რაც მათ აუცილებელს ხდის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.

ორგანიზაციული სქემის მიზანი

ორგანიზაციული სქემები ერთი შეხედვით მარტივი დიაგრამებია, მაგრამ ისინი რეალურად ემსახურებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან მიზნებს ბიზნეს კონტექსტში. 

დიაგრამა, რომელიც აჩვენებს უამრავ წერტილოვან ხაზს პოზიციებს შორის, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ხშირი კომუნიკაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის. დიაგრამა, რომელსაც აქვს ბევრი ვერტიკალური ხაზი, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს უფრო იერარქიული სტრუქტურა, გადაწყვეტილებები მიიღება ზემოდან ქვემოთ.

გრაფიკული ფორმატი ადვილად გასაგები და სწრაფად წასაკითხია. ეს ხდის ორგანიზაციულ სქემებს კარგ საშუალებად აჩვენოს თანამშრომლებს და დაინტერესებულ მხარეებს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ორგანიზაცია.

როლის სიცხადე

ორგანიზაციული დიაგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია როლების სიცხადე. ორგანიზაციის შიგნით როლებისა და პასუხისმგებლობების ვიზუალური შედგენით, ორგანიზატორები უზრუნველყოფენ გუნდის თითოეულ წევრისთვის მათი მოვალეობების ნათლად წარმოდგენას, რათა ინფორმირებულნი იყვნენ თუ როგორ უწყობს ხელს მათი როლი საერთო ბიზნეს მიზნებს.

ამ სიცხადეს შეუძლია გააძლიეროს პროდუქტიულობა და სამუშაო კმაყოფილება. ის ასევე ამცირებს პოტენციურ კონფლიქტებს ან გაუგებრობას გუნდში.

კომუნიკაცია

ორგანიზაციული დიაგრამების დანიშნულებაა ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციის გეგმის შემუშავება. დიაგრამა ასახავს კომუნიკაციის ფორმალურ ხაზებს და ეხმარება თანამშრომლებს გააცნობიერონ, ვის უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემებისა თუ კითხვებისთვის.

საკომუნიკაციო ნაკადის ამ ვიზუალიზაციას შეუძლია ხელი შეუწყოს კომუნიკაციის უფრო ეფექტურ პრაქტიკას და თავიდან აიცილოს პოტენციური შეფერხებები ან კომუნიკაციის პროცესის დაზიანება.

გადაწყვეტილების მიღება

უფლებამოსილების მკაფიოდ ასახვით, ორგანიზატორები ხელს უწყობენ გადაწყვეტილების მიღების ეფექტურ პროცესებს. ისინი აჩვენებენ, თუ ვინ ფლობს გადაწყვეტილების მიღების ძალას ბიზნესის თითოეული სფეროსთვის, რაც ამცირებს პოტენციურ დავას უფლებამოსილებაზე და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. საბოლოო ჯამში კი ორგანიზაცია მიდის სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებების გზით, რაც საბოლოოდ ზრდის ორგანიზაციის რეაგირების ხარიხსა და კონკურენტუნარიანობას.

რესურსების განაწილება

ორგანიზაციული სქემები გადამწყვეტ როლს თამაშობს რესურსების განაწილებაში. ორგანიზაციის განყოფილებების, გუნდებისა და როლების მკაფიო სურათის მიწოდებით, დიაგრამები დაეხმარება მენეჯერებსა და ლიდერებს რესურსების უფრო ეფექტურად განაწილებაში. ეს მოიცავს ბიუჯეტებს, სამუშაო ძალას, აღჭურვილობას და ა.შ. ამრიგად, ის პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციის პროდუქტიულობასა და მომგებიანობაზე.

ორგანიზაციის სტრუქტურის ვიზუალური წარმოდგენა ასევე გავლენას ახდენს რამდენიმე სხვა ფაქტორზე:

ანგარიშგება

ორგანიზაციული დიაგრამები ხელს უწყობს ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის მკაფიო საანგარიშო სტრუქტურების დემონსტრირებას. ის ქმნის საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო და პროცესი, რომელიც საჭიროა ინფორმაციის გაზიარებისთვის მთელ კომპანიაში, სწორ პიროვნებებზე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ეფექტიანად განხორციელდეს, არის ერთი ხელმძღვანელი ან მენეჯერი და რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ ანგარიშვალდებულია მასთან.

განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში, თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის მათი უშუალო ხელმძღვანელი. ასე რომ, როდესაც არის საკითხები ან ისინი საჭიროებენ მხარდაჭერას კომპლექსურ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ უფროსებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ საჭიროებისამებრ. უმჯობესია მოიძიოთ დახმარება რაც შეიძლება მალე, ნაცვლად იმისა, რომ დაელოდოთ საჭირო დროს ან სტანდარტულ შეხვედრებს. მკაფიოდ განსაზღვრული კომუნიკაციის ჯაჭვი ხელს უწყობს მესიჯის ეფექტურად გავრცელებას და ამცირებს დანაკარგებს მესიჯის ინტერპრეტირების პროცესში.

გავლენა გრძელვადიან დაგეგმვაზე

თუ თანამშრომელს ან გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, ვიდრე დაგეგმილია, ეს მარტივად შესამჩნევია ორგანიზაციულ სქემაზე. შესაბამისად, სქემა წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს სარეზერვო სიმძლავრეების მობილიზებისათვის, გაუთვალისწინებელი და სისტემური ავარიის შემთხვევაში. ეს გახლავთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან ის ასევე ეხმარება ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვას.

რესტრუქტურიზაცია

მცირე კომპანიებისთვის ან მზარდი სტარტაპებისთვის ზრდა გარდაუვალია. როდესაც ისინი გადადიან სასიცოცხლო ციკლის ახალ ეტაპებზე, რესტრუქტურიზაცია აუცილებელია. თანამშრომლები შეიძლება გადავიდნენ ერთი გუნდიდან მეორეზე ან ერთი განყოფილებიდან მეორეზე, მათი უნარებისა და გამოცდილების მიხედვით. ვინაიდან, სქემა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობების შესახებ, მენეჯმენტს გაუადვილდება გადანაწილება და ახალი გუნდის შექმნა ფუნქციური უნარების სწორი ბალანსით.

მიზნების გასწორება

კომპანიის წარმატებაში თითოეული თანამშრომლის ინვესტიცია თანაბრად მნიშნელოვანია. ორგანიზაციული დიაგრამები ხელს უწყობს თანამშრომელთა ძალისხმევისა და მიზნების ერთი მიმართულებით გასწორების პროცესს, OKR (Objectives and key results) მეთოდოლოგიის დახმარებით. როდესაც არსებობს მკაფიო კავშირი ორ ან მეტ დონეს შორის, მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ისე, როგორც OKR მეთოდოლოგია გვთავაზობს. თითოეულ თანამშრომელს ეცნობა თავისი როლები და პასუხისმგებლობები სამუშაო ადგილზე.

ახალი თანამშრომლები ასევე სარგებლობენ ორგანიზაციული სქემებით. მანამდეც კი, სანამ კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მიიღებენ, ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ, ვისთან აპირებენ მუშაობას. ეს მათ ეხმარება უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად დაუკავშირდნენ მათ.

ორგანიზაციული სქემების სახეები


იერარქიული სტრუქტურა

იერარქიული ორგანიზაციული სქემები ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პოპულარული სტრუქტურებია. ამ მოდელში თანამშრომლები გაერთიანებულნი არიან გუნდში, სადაც თითოეულ მათგანს ჰყავს ერთი მკაფიო მენეჯერი. ჯგუფები შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, HR, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.

იერარქიული სტრუქტურები ჩვეულებრივ შეინიშნება დიდ კომპანიებში, სადაც ძალაუფლება და ავტორიტეტი იზრდება მენეჯმენტის უმაღლეს დონეზე ასვლის პარალელურად. მაგალითად, სამთავრობო ორგანიზაციებში.

მატრიცული სტრუქტურა

ტრადიციული იერარქიისგან განსხვავებით, ანგარიშგების სტრუქტურა იქმნება ბადის ან მატრიცის სახით. მსგავსი უნარების ან გამოცდილების მქონე თანამშრომლები ჯგუფდებიან საერთო ამოცანებისთვის. ისინი შესაძლებელია ანგარიშვალდებულნი იყვნენ ერთზე მეტი მენეჯერის მიმართ.

მაგალითად, კომპანიის გაყიდვების გუნდი ანგარიშვალდებულია გაყიდვების მენეჯერთან ან გაყიდვების ხელმძღვანელთან, მაგრამ მათ ასევე უნდა წარადგინონ ანგარიში მარკეტინგის მენეჯერთან, რათა გაუზიარონ პოტენციურ და მოქმედ მომხმარებლებთან მათი ურთიერთქმედების შედეგად შეგროვებული ინფორმაცია.

ბრტყელი სტრუქტურა

ბრტყელი სტრუქტურა ან ჰორიზონტალური სტრუქტურა არის ის, სადაც მენეჯმენტის საშუალო დონეები აღმოფხვრილია – სამუშაო ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაჩქარებლად. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სტარტაპ კულტურებში ან მცირე კომპანიებში და თითქმის შეუძლებელია უფრო დიდ ორგანიზაციებში გამოყენება.

ბრტყელი ორგანიზაციული სქემები ხელს უწყობს ბიუროკრატიის შემცირებას და საშუალებას აძლევს თანამშრომლებს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ანუ, მენეჯერის თანხმობის მოლოდინის გარეშე, რადგან გადამწყვეტი დრო შეიძლება დაიკარგოს. ეს ასევე ხელს უწყობს მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და ამავე დროს აძლევს მათ უფლებას, იყვნენ უფრო ანგარიშვალდებულნი თავიანთი სამუშაოს მიმართ.

პოპულარული მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ ბრტყელ იერარქიებში თანამშრომლებს არ ჰყავთ მენეჯერები ან ზედამხედველები, რომლებსაც უნდა წარუდგინონ ანგარიში. ეს არასწორია. მათ ჰყავთ ხელმძღვანელი, მაგრამ მინიჭებული აქვთ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებ, რაც განასხვავებს ამ სტრუქტურას წინა ნახსენები სტრუქტურებისგან.

შეჯამება

კომპანიებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი ვარიანტი მათი ზრდის ეტაპისა და მენეჯმენტის შეხედულებისამებრ. ასეა თუ ისე, ეს სტრუქტურები ორგანიზაციებს თანამშრომლების მართვაში დაეხმარება. თქვენ რომელ სტრუქტურას იყენებთ ამჟამად კომპანიაში?

  • თარგმანი: მარიკა შიოშვილის
  • წყარო: upraise.io