მიზნები და მათი ძირითადი შედეგები, ცნობილი როგორც OKR (Objectives and Key Results) ვერ ანაცვლებენ შესრულების ძირითადი ინდიკატორს, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც KPI-ს. მაგრამ ამ უკანასკნელს შეუძლია დაეხმაროს თქვენს გუნდს მათ მიღწევაში. OKR-ები უმატებს მიმართულებას, მიზანსა და კონტექსტს თქვენს მთავარ პრიორიტეტებს. ისწავლეთ როდის გამოიყენოთ OKR, KPI-ის ნაცვლად, როგორ გადააქციოთ არსებული KPI – OKR-ად და აღმოაჩინეთ სხვა გზები, რომლითაც ეს ორი ერთმანეთს ავსებს.
KPI და OKR, განსხვავება მათ შორის
ყველა ორგანიზაციას აქვს ინიციატივები რომლებიც ეხმარება მას ზრდაში, გარდაქმნასა და ოპერატიული სრულყოფილების მიღწევაში. ეს ინიციატივები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისათვის, თუმცა ისინი ხშირად დაუცველნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკარგვისაგან.
ორგანიზაციების უმეტესობისათვის უცხო არ არის KPI-ის ცნება, იგივე შესრულების ძირითადი ინდიკატორის, რაც გულისხმობს პერიოდულ შემოწმებას თუ როგორ კარგად მუშაობს ორგანიზაცია. KPI გვთავაზობს ორგანიზაციის სიჯანსაღის ზოგად შეფასებას, ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ნიშნულებს როგორიცაა შემოსავალი, წარმოებული პროდუქცია, მომხმარებელთა კმაყოფილება და ელექტრონული ფოსტების რეგისტრაცია. მაგრამ როგორც დამოუკიდებელი მაჩვენებელი, ის არ გამოხატავს მიზანს, გზას ან პროგრესს სამომავლო მიზნისაკენ.
KPI ყველაზე ხშირად განსაზღვრავს სტაბილურ ეტაპს, მაშინ, როდესაც OKR აღწერს საბოლოო შედეგს, ესე იგი, ჩვენს KPI-ზე მოქმედების შედეგს. OKR ემსახურება უფრო მეტად სტატეგიულ მიზანს, ვიდრე KPI. ვინაიდან, იგი აკავშირებს შედეგს ორგანიზაციის მისიასთან. უფრო მეტი რომ ვთქვათ, თუ რატომაა OKR ტრადიციულ KPI-ზე უფრო მნიშვნელოვანი, მას ასევე შეუძლია წაახალისოს გუნდები, რომ მიისწრაფოდნენ შედეგებისაკენ, რომლებიც თავდაპირველად მიუღწეველი ჩანდა.
ვიტყოდით, რომ OKR არის „KPI სულით“ ვინაიდან იგი მიზანსა და მიმართულებას უმატებს უბრალო მაჩვენებლებს. ის ხშირად შთააგონებენ ხელმძღვანელებს, რა უნდა აკეთონ ოპერაციული სრულყოფილებისთვის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, KPI გეუბნება როგორ მუშაობ ახლა, ხოლო OKR გაჩვენებს რატომ არის მნიშვნელოვანი წახვიდე ასე შორს, ან ასე სწრაფად.
სხვა მნიშვნელოვანი განსხვავება არის ისიც, რომ KPI არის უბრალოდ მაჩვენებლები და არა პროცესი ან სისტემა. KPI-ის ჯგუფი მაინცდამაინც წარმატების მიღწევის სტატეგიას სულაც არ გულისხმობს. OKR კი პირიქით, ძირითადი ფუნდამენტია კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზნებისა და სტრატეგიების მიღწევაში. ის არის ნაწილი უფრო ფართო პროცესისა, რომელსაც OKR მეთოდოლოგია ეწოდება (და დამაბნევლად, შემოკლებით OKR) თუ თქვენი ორგანიზაცია იყენებს OKR-ს, ისინი სახავენ არა მხოლოდ მიზნებს, ისინი ასევე განახორციელებენ მიზანთან შესაბამისობისა და პროგრესის რეგულარულ კონტროლს.
OKR და KPI მაგალითები: რა არის KPI-ის მაგალითი?
წარმოიდგინეთ მრბოლელთა გუნდი, რომლის მისიაცაა ჰყავდეს ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დასჭირდებათ საუკეთესო სიჩქარე 224-228 მილი საათში. გუნდის საუკეთესო სიჩქარეა 225 მილი საათში. ეს არის KPI. სხვა მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ „გაჩერებასთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა რბოლის დროს“ ან „ინდიცენტების სიხშირე გაჩერებისას“ და რამდენადაც შესაძლოა აღნიშნული მაჩვენებლები იყოს მნიშვნელოვანი გასაზომად, ისინი გუნდის მთლიან შესრულებას ვერ გარდაქმნის.
OKR და KPI: რა არის OKR-ის მაგალითი?
OKR გვახსენებს სად გვჭირდება ყურადღების კონცენტრირება თუ გვინდა რომ გავიზარდოთ და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. მოდით გავაგრძელოთ ჩვენი რბოლის მაგალითით. გახსოვთ, მძღოლის KPI საუკეთესო სიჩქარის 225 მილი საათში? ეს შეიძლება საკმარისი იყოს უმაღლეს დონეზე შეჯიბრებისათვის, მაგრამ ამ გუნდს მიზანი აქვს დასახული: მოიგოს ინდი 500 ამ წელს. ეს ავიწროვებს მათ ფოკუსს რამდენიმე ვარიანტამდე, რომელსაც შეუძლია მა განსხვავების მიღწევა. ამ შემთხვევაში KPI მაჩვენებელი 225 მილი საათში ვერ ეტყვის მათ რომ ისინი მოიგებენ. ამის მაგივრად, ისინი ქმნიან პირველ ძირითად შედეგს თავიანთი მიზნისათვის: მოიგონ ინდი 500.
- KR1: გაიზარდოს მძღოლის საუკეთესო სიჩქარე 225-იდან 228 მილი საათამდე.
- KR2: შემცირდეს დრო თითო წრისას 0:39.5 წამამდე
- KR3: შემცირდეს საშუალო გაჩერებების რაოდენობა 15 პროცენტით.
გუნდის ეკიპაჟი ასევე იღებს მათ KPI-ს საშუალოდ 8 წამიანი გაჩერების დროების და აქცევს მას მიზნად, რათა შეამციროს აღნიშნული დროები – გაუმჯობესების მეორე უდიდესი შესაძლებლობა.
OKR-ის მაგალითი გუნდისთვის შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
O: ყველაზე სწრაფი გაჩერების დრო რბოლაში.
როგორც იზომება:
- KR1: შეინარჩუნეთ პისტოპის საშუალო დრო 7 წამზე ნაკლები სავარჯიშო რბოლებში.
- KR2: შეამცირეთ ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევები 50%-ით.
- KR3: განაახლეთ კომუნიკაციები და გაზარდეთ გუნდის რეაგირების დრო 20%-ით.
OKR და KPI: შეუძლია OKR-ს ჩაანაცვლოს KPI?
ინდი 500-ისგან განსხვავებით, KPI-ისა და OKR-ს შორის არანაირი შეჯიბრი არაა. ისინი ავსებენ ერთმანეთს. KPI-არის შესრულების ძირითადი ინდიკატორი, და OKR-ს შეუძლია დაგეხმაროს შეცვალო და გამოასწორო ის. მაშინ როცა KPI ხშირად ზომავს სიჯანსაღის მიმდინარე მაჩვენებლებს. KPI ხშირად გატყობინებთ ან უფრო მეტიც, ხდება თქვენი OKR, თუ ეს არის ის მაჩვენებელი, რომლის მნიშვნელოვნად შეცვლაც თქვენ გსურთ. იფიქრეთ ამაზე შემდეგნაირად: OKR აღწერს სად გინდათ რომ იყოთ და არა სად ხართ. და როდესაც თქვენ მიაღწევთ თქვენს OKR-ს, იგი შეიძლება გახდეს ის KPI, რომლის გაზომვა და კონტროლიც მუდმივად გჭირდებათ.
დასკვნა
KPI-ს და OKR-ს აქვთ ერთმანეთის შემავსებელი როლები. KPI არის მაჩვენებლები, რომლებიც გამოხატავს თქვენს ახლანდელ მდგომარეობას, მაშინ როდესაც OKR არის ჩონჩხი თქვენი მიზნების დასახვისა და მიღწევისათვის. ორივე მათგანი მოიცავს მაჩვენებლებს, მაგრამ თქვენ შეიძლება გქონდეთ უფრო მეტად KPI ვიდრე OKR და ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან კონტექსტს უქმნის თქვენს გაზომილ მაჩვენებლებს. სამუშაო პროცესებში OKR-ის ინტეგრირებით თქვენ შეგიძლიათ აამაღლოთ თქვენი KPI-ის უბრალო მაჩვენებლები და გარდაქმნათ იგი ძლიერ იარაღად, იმისთვის რომ მიაღწიოთ თქვენს სტატეგიულ მიზნებს.
თუ თქვენ გნებავთ მეტი გაიგოთ KPI – ის შესახებ, იხ. სტატია: ადამიანური რესურსების KPI-ის სიღრმისეული განმარტება
წყარო: whatmatters