ვებ გვერდების დამზადება სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის

სოციალური ქსელი


ციფრულ სამყაროში ბიზნესის კეთება საიტის გარეშე წარმოუდგენელია. მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი იყენებს სხვადასხვა ციფრულ ხელსაწყოს, როგორებიცაა სმარტფონი, ტაბლეტი და კომპიუტერი, სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად. პრეზენტაბელური და მარტივი საიტი აადვილებს ინფორმაციის მოძიებას და ერთმანეთთან აახლოებს მომხმარებელსა და კომპანიას.

თუ თქვენ გაქვთ კაფე, რესტორანი, ტურისტული სააგენტო, სასტუმრო, სუპერმარკეტი ან სხვ. ტიპის ბიზნესი, ჩვენი რეკომენდაციაა შექმნათ სავიზიტო ან/და სრულად ფუნქციონალური, დინამიური ვებ გვერდი.  რისი საშუალებითაც, პოტენციური მოხმარებლები, ადვილად მიიღებენ ინფორმაციას თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის, ისეთი როგორიცაა Google. მოწინავე პოზიციებზე ყოფნა, ზრდის თქვენი ბიზნესის წარმატების შანსებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  1. Ნებისმიერი ტიპისა და სირთულის საიტების დამზადება გონივრულ ვადებში და ფასში;
  2. ვებ გვერდი ადაპტირებული იქნება ყველა ტიპის ციფრული მოწყობილობისთვის: სმარტფონი, ტაბლეტი და კომპიუტერი;
  3. ვებ გვერდის დიზაინი დაფუძნებული იქნება კომპანიის ბიზნეს მიმართულების სპეციფიკაზე და ბრენდბუქზე;
  4. სამართავი პანელიდან თქვენ შეგეძლებათ თავად მართოდ ვებ გვერდი. მიუხედევად იმისა, გაქვთ თუ არა შესაბამისი გამოცდილება. მაგ: ატვირთოთ პროდუქტი, განათავსოთ ინფორმაცია, შექმნათ და წაშალოთ გვერდები და ა.შ.
  5. Მარტივ და საიმედო თანამშრომლობას. დამკვეთთან სრულფასოვანი და კომფორტული კომუნიკაცია, პროექტის წარმატებით დასრულების წინაპირობაა.

ჩვენს მიერ დამზადებული საიტები:


ღირებულება

იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ საიტის დამზადების ღირებულება, თავდაპირველად აუცილებელია გავიაზროთ თქვენი მოთხოვნა დეტალურად. ფასი დამოკიდებულია ვებ გვერდის სირთულეზე, დიზაინზე, ფუნქციონალზე და სხვადასხვა დაკავშირებულ საკითხებზე.