...

HR მენეჯმენტი

სოციალური ქსელი



ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს მისცეს სრულყოფილი ცოდნა იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს, ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციაში, თანამედროვე მიდგომით. რა ფუნქციების შესრულებას მოიაზრებს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიცია და როგორ განახორციელოს თითოეული ფუნქცია ისე, რომ თანხვედრაში იყოს ორგანიზაციის მიზნებთან და ამავე დროს, განაპირობებდეს ორგანიზაციის წინსვლას.

მონაწილეებს განუვითაროს კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე, ყოველდღიური ამოცანების და პროექტების შესასრულებლად

მონაწილეებში დაამკვიდროს მტკიცე რწმენა, რომ ადამიანური რესურსების მართვის დარგის სპეციალისტების შრომა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროში, დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვის, მათი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების, მათთვის მხარდაჭერისა და მათი საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზაციის კუთხით.


ტრენინგის შესახებ:

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 საათი;
  • ტრენინგი განკუთვნილია დამწყები HR სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ მეტი და შეძლონ HR პროცესების სრული მართვა ორგანიზაციაში.

ტრენინგის შინაარსი

მოდული 1 – HRM-ის როლი ორგანიზაციაში

  • რა არის HRM?
  • HRM შექმნის ისტორია-მეცნიერული თეორიები და მიდგომები, ევოლუცია;
  • რატომ არის მნიშნელოვანი HRM ორგანიზაციისთვის?
  • HRM ფუნქციები.

მოდული 2 – ორგანიზაციული სტრუქტურა და კატეგორიზაცია

  • რა არის ორგანიზაციული სტრუქტურა?
  • ორგანიზაციული სტრუქტურის სახეები;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციაში გამჭირვალე და ნათელი იერარქიული კიბის არსებობა;
  • რა არის კატეგორიზაცია?
  • სახელფასო კატეგორიზაცია და სახელფასო ბიჯი.

მოდული 3 – HR ბრენდინგი

  • HR ბრენდინგის რაობა და მნიშვნელობა;
  • HR ბრენდის ატრიბუტები;
  • პოზიტიური HR ბრენდის შექმნის ეტაპები;

მოდული 4 – ტალანტების მოძიება და რეკრუტირების სრული პროცესის მართვა

  • ძირითადი „შეცდომები“ თანამშრომლის შერჩევის პროცესში;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება;
  • ტალანტების მოზიდვის ხერხები და პლატფორმები;
  • შერჩევის ეტაპები;
  • გასაუბრების წარმართვა კომპეტენციების მიხედვით;
  • ხრიკები გასაუბრების წარმართვისას.

მოდული 5 – ახალი თანამშრომლების ადაპტაცია

  • ახალი თანამშრომლის ადაპტაციის ეტაპები;
  • ადაპტაციის სქემა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ფორმატი.

მოდული 6 – ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკის ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

  • რა საფრთხეები ემუქრება კომპანიას თუ არ არის შესაბამისი მისი საკადრო პოლიტიკა ადგილობრივ კანონმდებლობასთან;
  • HR-ის გამოწვევები კანონდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში;
  • საკადრო პოლიტიკის საკანონმდებლო რეგულირება.

მოდული 7 – თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

  • რატომ უნდა ვაწარმოვოთ დოკუმენტაცია ორგანიზაციაში;
  • დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა აწარმოოს HR-მა;
  • დოკუმენტაციის შექმნისას აუცილებლად გასათვალისწინებელი პრინციპები.

მოდული 8 – ციფრული HR

  • რატომ არის მნიშნელოვანი HR გაციფრულება?
  • ციფრული HR პლატფორმები და მათი შესაძლებლობები;
  • სხვა ალტერნატივები და ინსტრუმენტები, თუ არ გვაქვს HR-ის გაციფრულების შესაძლებლობა.

მოდული 9 – თანამშრომლების მოტივაცია, მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა

  • მოტივაციის კვლევის რაობა, მნიშვნელობა და მეთოდები;
  • თანამშრომელთა მამოტივირებელ ქმედებები და ღონისძიებები;
  • ზრუნვის და მხარდაჭერის ფორმები;
  • თანამშრომელთა გადაწვა, დროული დიაგნოსტიკა და მართვა.

მოდული 10 – მედიაცია მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, დიპლომატია თანამშრომელთა პრობლემური სიტუაციების მოგვარების პროცესში

  • HR – რთული ინფორმაციის გადამცემი;
  • თანამშრომელთა ნდობის მოპოვება და მათი პრობლემების HR-მდე მოტანის პრაქტიკის დანერგვა;
  • კონფლიქტების მოგვარება.

მოდული 11 – თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება

  • შეფასების სისტემის სახეები
  • შეფასების სისტემის დანერგვის ეტაპები
  • შეფასების პროცესის შედეგები და შემდგომი ღონისძიებები

მოდული 12 – თანამშრომელთა სწავლება და განვითარება

  • რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომელთა სწავლება და განვითარება ორგანიზაციაში?ვინ, როდის და რა უნდა ისწავლოს?
  • სწავლების მეთოდები, LMS

მოდული 13 – HR მეტრიკები

  • HR ანალიზი, მნიშვნელოვანი ინდექსები, HR რეპორტინგი;
  • HR ანგარიშის შემადგენელი ინდექსები;
  • HR რეპორტინგის ხელსაწყოები.

მოდული 13 – ლოიალობა და გუნდური შეჭიდულობა

  • რატომ უნდა გვყავდეს ლოიალური თანამშრომელი?
  • ლოიალობის მიღწევის გზები და მეთოდები;
  • გუნდური შეჭიდულობის არსი;
  • გუნდური შეჭიდულობის მიღწევის მეთოდები და ღონისძიებები.

მოდული 14 – კომპენსაცია და ბენეფიტების ადმინისტრირება

  • კომპენსაციისა და ბენეფიტების მართვა, როგორცრ HR-ის ფუნქცია და არა ბუღალტერიის;
  • სახელფასო უწყისი და მისი ადმინისტრირება.

ტრენინგის გავლის შემდეგ:

მონაწილე ფლობს ცოდნას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მზად არის განახორციელოს ნებისმიერი HRM ფუნქცია ორგანიზაციაში. შეძლებს მოახდინოს რეალური სასიკეთო ცვლილებების ინიცირება, ადამიანური რესურსების გაჯანსაღებისა და განვითარების კუთხით, როგორც თავისი მოქმედების მიკროგარემოში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, დარგის განვითარების ჭრილში.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.