ეფექტური გუნდი

სოციალური ქსელი


ორგანიზაციას, რომელიც ეწევა ბიზნეს საქმიანობას – კომერციული მოგების მიზნით, უწევს პროცესების მართვა არაერთი მიმართულებით, როგორიცაა გაყიდვები, შესყიდვები, ლოგისტიკა, მარკეტინგი და სხვა. რადგან ბიზნესი მიმართულია პრაქტიკულად დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები, უდიდესი გამოწვევა მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვაა, რასაც ანხორციელებს სხვადასხვა განყოფილება, თუმცა ყველაზე დიდი როლი აქვს კომპანიის მაღაზიათა ქსელში ან/და, სხვა ნებისმიერ ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს, საიდანაც უშუალოდ შეხება აქვთ პროდუქტის ან სერვისის საბოლოო მომხმარებელთან.

ორგანიზაცია წარმოადგენს ადამიანთა ერთობლიობას, რომელთაც აქვთ საერთო მიზნები. იმისათვის, რომ მიზნისკენ სწრაფვა იყოს სინქრონული, ოპერატიული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, აუცილებელია ადამიანთა ერთობლიობა გადაიქცეს გუნდად, რომლის მახასიათებლებიცაა: ნდობა, პატივისცემა, ერთმანეთის გათვალისწინება, განვითარება, ემპათია, მხარდაჭერა, ზრუნვა და შეხიდება.

ტრენინგი “ეფექტური გუნდი” მიზნად ისახავს, გუნდის ხელმძღვანელს და მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს გააცნოს გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის პრინციპები.

ზოგადი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი, 5 სესია;
  • მიზნობრივი აუდიტორია: გუნდის ხელმძღვანელი მენეჯერები;
  • ტრენინგი ტარდება კორპორატიული დაკვეთით, დამკვეთის სატრენინგო სივრცეში.

სესია 1

  • რა არის გუნდი? ვინ არიან გუნდის წევრები?
  • მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა;
  • რა გავლენა აქვს გუნდურ მუშაობას, ორგანიზაციის განვითარებაზე?
  • პატრიკ ლენსიონი – გუნდის მართვის გურუ;
  • ლენსიონის პირამიდა;
  • ლენსიონის ტესტი – როგორ შევაფასოთ გუნდი?
  • გუნდის 5 მანკის გააზრება; რა გვიშლის ხელს გუნდურობაში?
  • თომას – ქილმანის ტესტი: კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანთა ქცევის წესები;
  • ლიდერის ქცევები – პრობლემების აღმოფხვრა

სესია 2

  • გუნდის ფორმირების ეტაპები;
  • გუნდის მიზნები, ხედვა და საერთო ღირებულებები;
  • მენეჯერი როგორც ლიდერი;
  • რით განისაზღვრება კარგი მენეჯერი?
  • ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა გუნდში;
  • ლიდერობა გუნდში; დემოკრატული, ავტოკრატული, ქარიზმატული სტილი.
  • რა სხვაობაა ჯგუფსა და გუნდს შორის?
  • გუნდის ეფექტურობის შემაფერხებელი ფაქტორები;
  • გუნდის განვითარების ფაზები;
  • გუნდის წარმატების გასაღები: SCORE
  • პრაქტიკული მაგალითები – მიზნების, ხედვისა და საერთო ღირებულებების შემუშავების გზები.

სესია 3

  • ეჯაილ მმართველობა vs ტრადიციული მენეჯმენტი;
  • ადამიანები და პროცესები;
  • ახალი წევრის მიღება გუნდში და ადაპტაცია;
  • თანამშრომელთა მოტივაციის დონეები;
  • თანამშრომელთა ჩართულობა სამუშაო პროცესებში;
  • მენეჯერი, როგორც ლიდერი და ფასილიტატორი;
  • მენეჯერის კომპეტენციის 4 დონე;
  • სამუშაო შეხვედრებისა და დროის მართვა;
  • სტრესის და ცვლილებების მართვა;
  • თანამედროვე მენეჯერის უნარჩვევები;
  • თიმბილდინგი;

სესია 4

  • რა არის უკუკავშირი?
  • უკუკავშირის კულტურა და მისი მნიშვნელობა გუნდში;
  • უკუკავშირის სქემა;
  • უკუკავშირის ტიპები: კონსტრუქციული, დესტრუქციული, კრიტიკული; პოზიტიური, ნეგატიური.
  • რთული უკუკავშირის გაცემის გზები და მისი მართვა;
  • კონცენტრაცია პრობლემის გადაჭრაზე და არა პიროვნებაზე;
  • ქოუჩინგი;
  • საკუთარი თავისა და თანამშრომელთა შეფასება;
  • სამოქმედო გეგმის შექმნა;
  • პრაქტიკული მაგალითები – როგორ გავცეთ უკუკავშირი?

სესია 5

ბოლო სატრენინგო დღე წარიმართება გარე სივრცეში (რომელიც შეიძლება შევარჩიოთ დამკვეთთან ერთად) და მოიაზრებს ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც გუნდის წევრებში ახდენს შემდეგი უნარების გამომუშავებასა და გავარჯიშებას:

  • გუნდურობა, დროის მართვა, შემოქმედებითი აზროვნება;
  • მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ერთმანეთისთვის ხელის შეშლის გარეშე;
  • გუნდის ერთი წევრის წარმატების გუნდზე განზოგადების უნარი და საკუთარი როლის შეცნობა გუნდის წევრის წარმატებაში;
  • გუნდური ძალისხმევით სტრატეგიის შემუშავების უნარი;
  • გუნდური ბალანსის შენარჩუნების უნარი, ერთმანეთისთვის ქმედებების შეწყობისა და ზომიერების დაცვის უნარები.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:

რას ნიშნავს გუნდური მუშაობა და რა სარგებელი აქვს მას ორგანიზაციისთვის და გუნდის თითოეული წევრისთვის. გაიაზრებენ გუნდის ფორმირებისა და მართვის სტილებს და გასცემენ სწორ დავალებებს და უკუკავშირს გუნდის წევრებზე. ამასთავე, შეძლებენ ამოტივირონ და განავითარონ გუნდის თითოეული წევრი, საერთო მიზნების მისაღწევად.