...

თანამშრომელთა განვითარების სისტემის ფორმირება

სოციალური ქსელი


ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების ყოლა. ამისთვის, მარტივი გზა არის სხვა კომპანიიდან გამოცდილი კადრის გადმობირება. თუმცა, როგორც წესი, ეს კომპანიას გაცილებით ძვირი უჯდება ვიდრე შიდა კადრის დაწინაურება და მისი განვითარება, კონკრეტული საქმის გასაკეთებლად.

იმისათვის, რომ თანამშრომლებს შევთავაზოთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალება, საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ასამაღლებლად აუცილებელი ტრენიგნების ჩატარებას.

უპირატესობა ასეთი სისტემის ჩამოყალიბების არის შემდეგი: პირველი – გარედან მოყვანილი კადრის ნაცვლად, (რომელსაც უფრო დიდი ხელფასი უნდა შევთავაზოთ) ჩვენ გვეყოლება ადამიანი, ვინც უკვე იცის კომპანიის შიდა პოლიტიკა და მეორე – თანამშრომლებისთვის კარიერული და პროფესიული ზრდის შეთავაზებით ვზრდით მათ მოტივაციას და ლოიალობას კომპანიის მიმართ.

რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ
  • შიდა შერჩევის გზით ტრენერების მოძიება და გადამზადება;
  • კომპანიის პროდუქტის ანალიზი, კატეგორიების ანალიზი;
  • ტრენერის შერჩევისთვის შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • გასაუბრების წარმოება და პროდუქტის კატეგორიების მიხედვით ტრენერის შერჩევა;
  • შერჩეული კადრების ტრენერობისთვის გადამზადება და სატრენინგო მოდულების შემუშავებაში დახმარება.
 
ტრენინგების ჩატარებისთვის პროცედურების და ფორმების ჩამოყალიბება.
  • ტრენინგების ჩატარების პროცედურების და წესების განსაზღვრა;
  • ტრენინგთან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმების შემუშავება.
  • ტრენინგების პროცედურების დაკავშირება სამუშაოს შესრულების და მისტიური მომხმარებლის შეფასებასთან. 
  • შენიშვნა: ამისთვის საჭიროა კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მისტიური მომხმარებლის და სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემა.

ტრენინგების სისტემის ჩამოყალიბების და ტრენერების გადამზადების შემდეგ, ჩვენ დავესწრებით შერჩეული ტრენერ(ებ)ის რამოდენიმე ტრენინგს და საჭიროების შემთხვევაში, მივცემთ ეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციებს. 

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის ან შესასრულებელი საქმის მოცულობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.