ორგანიზაციას, რომელიც ყიდის პროდუქტს საცალო თუ კორპორატიულ სეგმენტში, უწევს პერსონალის დაქირავება და ძლიერი გუნდის შექმნა, რათა ეფექტურად მართოს გაყიდვების პროცესი. გაყიდვებში, ძლიერი გუნდის შექმნას და მართვას კი ძლიერი ხელმძღვანელი სჭირდება. კონსულტანტისა თუ მაღაზიის კოორდინატორის პოზიციიდან, მენეჯერად დაწინაურებული კადრები გამოცდილების არქონის გამო, აწყდებიან მმართველობით პრობლემებს. რთულია თავის დამკვიდრება, თუ მათ არ გაქვთ გუნდის მხარდაჭერა.
ორგანიზაციისთვის, ცალკე გამოწვევა კი ის არის, რომ მუდმივად ცვალებად და კონკურენტულ გარემოში, რთულია კადრების შენარჩუნება – მითუმეტეს მენეჯერულ პოზიციაზე. კვლევები აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან კარგი გარემო და ეფექტური სამოტივაციო სისტემები, კადრები მაინც ტოვებენ კომპანიას და მიზეზი არის არა ფინანსები და კეთილმოწყობილი გარემო, არამედ ის, თუ როგორ ექცევიან ხელმძღვანელები მის დაქვემდებარებულებს.
ტრენინგის მიზანი:
აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს მისცეს მენეჯერს ის ცოდნა, რომელიც დაეხმარება მას ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაში. შეძლოს თანამშრომლებთან და მენეჯმნეტთან სწორი კომუნიკაცია, ამოტივიროს თანამშრომლები და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- ტრენინგი განკუთვნილია: მაღაზიის მენეჯერებისთვის ან/და ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც უწევთ დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
- ტრენინგის ხანგრძლივობა – 15 სთ,
- 5 შეხვედრა, მოდულის ხანგრძლივობა 2.5 – 3 სთ.
- ტრენერები: სიმონ ორმოცაძე; გიორგი ბურდული; მარიკა შიოშვილი
ტრენინგის შინაარსი
მოდული 1 – ზოგადი მენეჯემენტი
- Მენეჯმენტის შესახებ;
- Მენეჯმენტის დონეები;
- მართვის პროცესი: დაგეგმვა, Მოტივაცია; კონტროლი
- კომუნიკაცია თანამშრომლებთან, დელეგირება და უკუკავშირი;
- Მასლოუს პირამიდის გააზრება და მისი როლი მენეჯმენტში;
მოდული 2 – პერსონალური მენეჯემენტი
- მენეჯერის ძირითადი ფუნქციები;
- მენეჯერისთვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები;
- SMART მიზნები და მათი მნიშვნელობა;
- დროის მართვა;
- Საქმიანი კორესპონდეცია მენეჯმენტთან;
- Სტატისტიკა – დინამიური ცხრილები ექსელში. Pivot Table.
მოდული 3 – ადამიანური რესურსების მენეჯემენტი
- ორგანიზაციული კულტურა;
- ორგანიზაციული სტრუქტურა;
- თანამშრომელთა განვითარება, სწავლის მეთოდები, LMS;
- On Job ტრენინგები და მათი მნიშვნელობა;
- HR ბრენდინგი;
- ახალი თანამშრომელის ადაპტაცია;
- თანამშრომელთა მიერ შესრულებულებული სამუშაოს შეფასება;
მოდული 4 – ეფექტური გუნდი
- Პატრიკ ლენსიონის – გუნდის 5 მანკის გააზრება;
- თომას-ქილმანის ტესტი;
- ეფექტური გუნდის შენების პრინციპები.
მოდული 5 – ლიდერობა
- კვლევა: ქართველი მენეჯერების გამოწვევები;
- ადამიანის ბუნება და პიროვნება;
- ობიექტური თვითშეფასება;
- ლიდერული პოტენციალი;
- ლიდერთა ტიპები;
- ძალაუფლება;
- გავლენა;
- ქსელური ურთერთქმედება;
- გლობალური ხედვა;
- ადაპტაცია.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
შექმნას და მართოს გუნდი; დაამკვიდროს გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო, ამოტივიროს დაქვემდებარებული თანამშრომლები, დაიმსახუროს პატივისცემა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ამასთანავე, შეძლოს მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაცია და გამოიმუშაოს ანალიტიკური უნარჩვევები.