ნუ ჩათვლით უმნიშვნელოდ ადამიანური რესურსების მართვას – კარგად მართული ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ზრდის როგორც შედეგიანობას, ასევე გვეხმარება შევინარჩუნოთ კომპანიის იმიჯი.ადამიანური რესურსების დეპარტამენტი კომპანიაში თანამშრომლებზე ორიენტირებული საქმიანობის შესრულებასთან ერთად, არსებით როლს თამაშობს კომპანიის სტრატეგიის შემუშავებაში.
ადამიანური კაპიტალის ღირებულება
კომპანიისთვის, საკუთარი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელს შეუძლია კარგად დაგვანახოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი კომპანიის ქვედა რგოლში. კერძოდ, პატარა კომპანიებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი, რადგან ბევრ პატარა კომპანიას ჰყავს თანამშრომლები რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს. როდესაც გყავს მცირე სამუშაო ძალა და ამ დროს, როდესაც ერთი ადამიანი ტოვებს კომპანიას ის ტოვებს დიდ ნაპრალს, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიის მომგებიანობას.
ბიუჯეტის კონტროლი
სამუშაო ძალის მართვისთვის საჭირო ხარჯების შემცირებით, ადამიანური რესურსების სამსახური ჩარჩოებში აქცევს გადაჭარბებულ ხარჯებს. ეს მოიცავს თანამშრომლებისთვის უკეთესი ბენეფიტების მოპოვებას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა. დამატებით, შრომის ბაზრის კვლევის მეშვეობით, ადამიანური რესურსების სამსახური უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან და რეალურ სახელფასო სისტემას. იმის გათვალისწინებით რომ პატარა კომპანიებს აქვთ შეზღუდვები ბიუჯეტში, ეს ფუნქცია ძალზედ სასარგებლო ხდება.
კონფლიქტის მართვა
სამუშაო ადგილზე კონფლიქტი გარკვეული დონით გარდაუვალია – ადამიანების, სამუშაოს სტილის, კვალიფიკაციის და გამოცდილების დონის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა რათა გაუმკლავდეს თანამშრომლების ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს, შეუძლია გამოავლინოს და აღმოფხვრას თანამშრომლებს შორის ან ხელმძღვანელს და დაქვემდებარებულს შორის არსებული კონფლიქტი და აღადგინოს დადებითი სამუშაო ურთიერთობები.
ტრენინგი და განვითარება
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ავლენს მოთხოვნებს ორგანიზაციის ამჟამინდელი თანამშრომლებისთვის, რათა განისაზღვროს თუ რა სახის ტრენინგები და განვითარების რა გეგმა არის საჭირო უნარების და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კომპანიებს, რომლებიც არიან საწყის ან განვითარების ეტაპზე შეუძლიათ სარგებელი მიიღონ იმის დადგენით თუ რა ტრენინგები სჭირდებათ არსებულ თანამშრომლებს. ეს არის უფრო ნაკლებ ხარჯიანი ვიდრე დაიქირავო დამატებითი ან უფრო მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. დამატებით ეს არის თანამშრომლების დენადობის შემცირების და მათი შენარჩუნების ერთერთი სტრატეგია.
თანამშრომლების კმაყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოვალეობა არის თანამშრომლების კმაყოფილების დონის განსაზღვრა. კარგად შემუშავეული კითხვარების მეშვეობით, ფოკუს ჯგუფების და თანამშრომელთან მისი წასვლის დროს გასაუბრების სტრატეგიის გამოყენებით, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი განსაზღვრავს თუ რა იწვევს თანამშრომლების უკმაყოფილებას და იყენებს აღნიშნულ საკითხებს რათა შექმნას სწორი სამოტივაციო სისტემა და გაზარდოს თანამშრომლების მოტივაცია.
ხარჯების დაზოგვა
ახალი თანამშრომლების აყვანის ან ჩანაცვლების ხარჯი, მათი დატრენინგების და გაზრდის ჩათვლით შეიძლება იყოს ზედმეტად დიდი დამსაქმებლებისთვის, განსაკუთრებით პატარა კომპანიებისთვის. კარგად აწყობილი დაქირავების და შერჩევის პროცესით ადამიანური რესურსების სამსახურს შეუძლია ვაკანსიის გამოქვეყნებასთან, ახალი თანამშრომლების ტრენინგებთან და ახალი თანამშრომლების ბენეფიტების გეგმაში ჩართვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირება.
შედეგიანობის გაზრდა
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ქმნის სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემას. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის გარეშეი, რომელსაც შეუძლია გეგმის შემუშავება რათა შეფასდეს თანამშრომლის შედეგიანობა, თანამშრომლებმა შეიძლება იმუშავონ ისეთ პოზიციებზე რომელიც არ შეესაბამება მათ უნარებს და კვალიფიკაციას. დამატებით, თანამშრომლები რომლებიც დამსაქმებლის მოლოდინზე ნაკლებ შედეგს დებს, შეიძლება კიდევ აგრძელებდნენ მუშაობას და იღებდნენ ანაზღაურებას, რომელიც იწვევს ნაკლებად შედეგიან თანამშრომლებზე ფულის ფუჭად ხარჯვას.
ბიზნესის მხარდაჭერა
წარმატებული დაგეგმვით, რომელსაც იმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, კომპანიას შეუძლია განსაზღვროს პერსპექტიული კადრები, ყველა საჭირო შესაძლებლობებით რათა მომავალში გადაიყვანოს ისინი ხელმძღვანელ პოზიციებზე კომპანიაში. ეს მნიშვნელოვანია რადგან შეუძლია უზრუნველყოს კომპანიის სტაბილურობა და წარმატება მომავალში.
კორპორატიული იმიჯი
კომპანიებს უნდათ იყვნენ ცნობილები როგორც “რჩეული დამსაქმებელი”. რჩეული დამსაქმებელი არის კომპანია რომელიც იძენს ცნობადობას იმით თუ როგორ ექცევა თანამშრომლებს; ეს არის კომპანიები სადაც ხალხს უნდა მუშაობა. გახდე რჩეული დამსაქმებელი ნიშნავს რომ ადამიანური რესურსების სამსახურს შეუძლია დააბალანსოს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაქირავების პროცესი, შეარჩიოს რა შესაფერისი კანდიდატები და შეინარჩუნოს ყველაზე ნიჭერი თანამშრომლები.
მტკიცე პრინციპები
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს თანამშრომლებმა აითვისოს კომპანიის ფილოსოფია და ბიზნესის პრინციპები. პატარა კომპანიებისთვის აუცილებელია, შექმნას შეკრული სამუშაო გარემო. პირველი შესაძლებლობა რითიც ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს შეუძლია ამას მიაღწიოს არის შერჩევის დროს სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც განსაზღვრავს სასურველ პროფესიულ თვისებებს და ასევე საორიენტაციო პროგრამის შემუშავება.
წყარო: smallbusiness.chron.com