პატივისცემის ძალა

სოციალური ქსელი


მცირეოდენი პატივისცემით ბევრს მიაღწევთ. სინამდვილეში, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის ან დაძაბულობის მოგვარებას, მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ადამიანებთან პატივისცემით მოპყრობა ყოველდღიურ რეჟიმში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამაა, რომელიც შეიძლება ლიდერმა გააკეთოს.

„სამსახურში და ჩვენს საზოგადოებებში ხშირად გვხვდება გაურკვევლობა ან დაძაბულობა ჩვენი განსხვავებების გარშემო“ განაცხადა კელი ჰანუმმა, თანაავტორმა კვლევისა ლიდერობა განსხვავებების პარალელურად. სწორედ ამიტომ, ლიდერების ძირითადი გამოწვევაა ხელი შეუწყონ მრავალ სხვადასხვა ჯგუფს შორის პატივისცემითი ურთიერთობების დამყარებაში და განვითარებაში.

პატივისცემის ინდიკატორი.

ამ კვლევის ფარგლებში, 10 ქვეყნის 3041 პირზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პატივისცემა სასარგებლოა არა მხოლოდ ჯგუფებს შორის კონფლიქტის მოგვარების დროს, ის ასევე განიხილება როგორც ლიდერის კრიტიკული პასუხისმგებლობა.

„ხალხის მიმართ პატივისცემით მოპყრობა აშკარაა, მაგრამ შეიძლება ის არ იყოს ისეთი ინტუიციური, როგორც თქვენ ფიქრობთ“ – ხსნის ჰანუმი. იგი კვლევიდან გამოჰყოფს 3 საკვანძო ფაქტორს, რომლებიც მიუთითებს, თუ რას ნიშნავს პატივისცემა სინამდვილეში ხალხისთვის:

  1. პატივისცემა ნიშნავს მოსმენას. ადამიანები გრძნობენ პატივისცემას, როდესაც მათი ესმით და მათ უგებენ. გულწრფელი დაინტერესება და სხვების მიმართ გახსნილობა ურთიერთობებს აძლიერებს და ნდობას ამტკიცებს. აუცილებელი არ არის დაეთანხმოთ სხვის მოსაზრებას ან მოგწონდეთ ის. დროის გამოყოფა სხვისი გამოცდილების, იდეებისა და ხედვის მოსასმენად ნიშნავს პატივისცემას, მაშინაც კი, თუ სხვა გზას აირჩევთ.
  2. პატივისცემა არ არის უპატივცემულობის არარსებობა. აქტიური უპატიცემულობის მოსპობა – როგორიცაა უხეში, შეურაცხმყოფელი ან გამაუფასურებელი სიტყვები ან ქცევები – პატივისცემას არ ქმნის. პატივისცემა მოქმედებაა: ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას; ჩვენ ვმოქმედებთ პატივისცემით; ჩვენ ვსაუბრობთ პატივისცემით. „ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ უპატივცემულობის არარსებობა იგივე დადებით გავლენას არ ახდენს უთანხმოების, კონფლიქტის ან დაძაბულობის მოგვარებაში, როგორც პატივისცემის არსებობა“ – განაცხადა ჰანუმმა.
  3. პატივისცემას მრავალმხრივ წარმოაჩენენ. პატივისცემის აღქმაზე გავლენას ახდენს კულტურა და ოჯახი, თანატოლები და სოციალური ურთიერთობები. სტატუსი, ძალა და როლი ქმნის კონტექსტს, რომელშიც ხდება პატივისცემის ინტერპრეტაცია. ლიდერებს დრო სჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება პატივისცემის გაცემა და მიღება მათ მიერ „ნორმალურად“ აღქმულიდან განსხაებულ კულტურებსა და ჯგუფებში.

„შეიძლება არ დაგჭირდეთ ქცევაში დიდი ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოთ“ – ამბობს ჰანუმი. „უბრალოდ იმის გაგება და ჭეშმარიტებად აღიარება, რასაც სხვები ელიან შენგან, შედეგს გამოიღებს“.

როგორ განავითაროთ პატივისცემა თქვენს ორგანიზაციაში.

თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ პატივისცემის კლიმატის განვითარებას შემდეგნაირად:

  • გამოხატეთ ინტერესი და დააფასეთ სხვისი ხედვები, ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები.
  • აღიარეთ და გამოხატეთ მადლიერება სხვისი ძალისხმევისა და წვლილისთვის.
  • ღიად მოახდინეთ კომუნიკაცია პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა და შემხებლობა ანალოგიურ ინფორმაციასთან.
  • განმარტეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესები და, საჭიროების შემთხვევაში, ეძიეთ მონაწილეობა ამ პროცესებში.
  • სერიოზულად მიიღეთ უკმაყოფილებები.
  • თუ ვინმე ან ჯგუფი „უსამართლობას გრძნობს“, ეცადეთ გააცნობიეროთ ეს და საჭიროების შემთხვევაში მოიხადეთ გულწრფელი ბოდიში.

მის საფუძველში პატივისცემა არის ხალხის მიმართ ყურადღების უწყვეტი პროცესი. ჩვენ ქცევები გვიყალიბდება და ვუშვებთ ვარაუდებს, რომლებმაც, თუ არ შეამოწმებთ, შეიძლება გაუგებრობა და არაეფექტური ქცევა გამოიწვიოს.

წყარო: ccl.org