ორგანიზაციული კულტურა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, შეხედულებებს, ნორმებსა და წესებს, რომლებიც აყალიბებს ორგანიზაციის თანამშრომლების ქცევასა და დამოკიდებულებებს. კულტურა მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ თანამშრომლები ერთმანეთთან და ორგანიზაციის გარეთ დაინტერესებულ მხარეებთან. ძლიერ, პოზიტიურ ორგანიზაციულ კულტურას შეუძლია გაზარდოს თანამშრომელთა კმაყოფილება, გააუმჯობესოს შესრულების ხარისხი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის საერთო წარმატებაში.
ორგანიზაციული კულტურის ძირითადი ელემენტებია:
- ძირეული ღირებულებები და შეხედულებები – ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც წარმართავს ქცევას და გადაწყვეტილების მიღებას. საერთო რწმენა იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება ორგანიზაციის შიგნით.
- ქცევის ნორმები და სტანდარტები – ქცევის მიღებული სტანდარტები, რომლებიც წარმართავენ იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თანამშრომლები სხვადასხვა სიტუაციებში. მოლოდინი სამუშაო ეთიკის, ხარისხისა და თანამშრომლობის შესახებ.
- სიმბოლიკა და ნივთები – ლოგო, ლოზუნგები ან უნიფორმები, რომლებიც წარმოადგენს ორგანიზაციას. ნივთები, როგორიცაა ოფისის განლაგება და დრეს-კოდი, რომლებიც გადმოსცემს კულტურულ ღირებულებებს.
- რიტუალები – რეგულარული აქტივობები ან ღონისძიებები, რომლებიც აძლიერებს კულტურას, როგორიცაა შეხვედრები, დღესასწაულების და აღიარების ცერემონიები.
- ისტორია და ლეგენდები – კომპანიის ისტორია, წარმატებებისა და მნიშვნელოვანი თარიღები, ძირითადი ფიგურები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კომპანიის წარმატებაში და რომლებიც განასახიერებენ მის ღირებულებებსა და კულტურას.
- კომუნიკაცია და ენა – კონკრეტული ტერმინები და კომუნიკაციის სტილი, რომელიც გამოიყენება ორგანიზაციაში.
ორგანიზაციული კულტურის დანერგვის და გამტკიცების პროცესი:
- ძირეული ღირებულებების განსაზღვრა – ძირითადი ღირებულებების და პრინციპების ნათლად ჩამოყალიბება, რომლებსაც იცავს ორგანიზაცია. უზრუნველყოფა, რომ ეს ღირებულებები არის ნათელი და მარტივად გასაგები თანამშრომლებისთვის.
- ლიდერების ჩართულობა – ლიდერებმა უნდა წარმოაჩინონ სასურველი კულტურა თავიანთი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით. ისინი უნდა იყვნენ მაგალითი და ახდენდნენ კულტურული ღირებულებების და ქცევების გამტკიცებას.
- თანამშრომლების ჩართულობა – თანამშრომლების ჩართვა ორგანიზაციული კულტურის დანერგვასა და განვითარებაში. მათი წახალისება უკუკავშირის და ინიციატივებისთვის.
- კომუნიკაცია – კულტურული ღირებულებების და მოლოდინების შესახებ კომუნიკაციისთვის შესაბამისი არხების განსაზღვრა და გამოყენება. უზრუნველყოფა იმისა, რომ მესიჯები თანმიმდევრულია და ახალისებს სასურველ ქცევებს.
- აღიარების და დაჯილდოვების სისტემა – აღიარების სისტემის შემუშავება, რომელიც მოახდენს ღირებულებების მიმართ ქცევების გაძლიერებას. თანამშრომლების დაჯილდოვება, რომლებიც წარმოადგენენ კულტურის მაგალითს.
- ტრენინგები – ტრენინგების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ, სწორად გაიგონ და გაითავისონ კულტურა. მათ შორის, ტრენინრების ჩართვა თანამშრომლის ონბორდინგის პროცესში.
- შესაბამისობა კულტურასთან – პოლიტიკის, პროცედურების და პრაქტიკების სასურველი კულტურის შეესაბამისობაში მოყვანა.
ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სურვილი პოზიტიურად პოზიციონირებდეს ბაზარზე და იყოს სასურველი დამსაქმებელი, მუდმივად უნდა აუმჯობესებდეს და ხვეწდეს ორგანიზაციულ კულტურას. ქმნიდეს და იცავდეს პოზიტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ამგვარად, დასაქმებული ადამიანები გაცილებით პროდუქტიულები არიან და საერთო