იდუმალი ან/და მისტიური მყიდველის კვლევის მეთოდი, მომსახურების სფეროში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. მათ შორის საქართველოშიც. კვლევის მიზანია მომსახურების ხარისხის შემოწმება და შემდეგ მასში აღმოჩენილი დადებითი და უარყოფითი მაჩვენებლების აღწერა, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
იდუმალი კლიენტი ადამიანია, რომელიც დაკვირვების განხორციელებამდე გაივლის სპეციალურ ტრენინგებს, რათა შემდგომ შეაფასოს ობიექტი, ან თანამშრომელი მომსახურების სტანდარტების მიხედვით.
იდუმალი კლიენტი ირგებს ჩვეულებრივი მყიდველის როლს და მოქმედებს წინასწარ გაწერილი სცენარით. სცენარი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა დეტალებს, როგორიცაა: ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი, მოსმენის უნარი, უკმაყოფილების მოგვარების უნარი და ა.შ. ვიზიტის შემდეგ იდუმალი კლიენტი ავსებს წინასწარ მომზადებულ კითხვარს, რომელშიც დეტალურად აღწერს მომსახურების ხარისხის პარამეტრებს.
რატომ არის რეკომენდირებული იდუმალი კლიენტის კვლევა?
- თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე ორიგინალური შეთავაზება, შესაძლოა მომსახურების ხარისხის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად განსაზღვროს თქვენი ბიზნესის როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა.
- კვლევები ამტკიცებს, რომ ახალი კლიენტის მოძიება 10-ჯერ მაღალი ფასი შეიძლება დაუჯდეს ბიზნესს, ძველის შენარჩუნებასთან შედარებით.
- ყოველწლიურად მომსახურების ბიზნესში იზრდება კონკურენცია და მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გაანალიზებული იყოს როგორც საკუთარი ხარისხი, ისე კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები.
რა სარგებლობა მოაქვს იდუმალი კლიენტის კვლევას?
- კვლევა აფასებს და აკონტროლებს მომსახურების სტანდარტების დაცვას;
- თანამშრომლები მოტივირებულნი არიან „სწორად“ მოქმედებისთვის;
- კომპანიაში ბრუნდება ობიექტური უკუკავშირი;
- კვლევა საშუალებას იძლევა მომსახურების ხარისხი შედარებული იყოს კონკურენტების ხარისხთან;
- კვლევამ შესაძლოა დაგანახოთ თითოეული თანამშრომელის პოტენციალი;
- კვლევა დეტალურად აანალიზებს რა მიმართულებით არის სწავლის სტიმულირება აუცილებელი;
- კვლევა ხელს უწყობს მომხმარებელთან გრძელვადიანი სანდოობის ჩამოყალიბებას;
- კვლევა სტიმულირებას უკეთებს თითოეული თანამშრომელის წესიერებას.
კვლევის შემდეგ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და კონკრეტული პრიორიტეტების განსაზღვრით ბიზნესი გახდება კიდევ უფრო მომგებიანი.
კვლევის ღირებულება
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობიდან და კვლევის კომპლექსურობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.