აუთსორსი
ჩვენი სერვისები
მიიღე მაქსიმალური შედეგი, მინიმალური დანახარჯით.
მენეჯმენტი
ორგანიზაციული განვითარება
ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერი კადრისთვის, მნიშვნელოვანი და მამოტივირებელი კომპონენტია, თუ კომპანია მას შესთავაზებს კარიერული წინსვლისთვის გამჭვირვალე სქემას. ასევე, მუშაობის პროცესში მიუკერძოებლად შეაფასებს მის პირად კომპეტენციებს და მიღწევებს, წაახალისებს მათ და მისცემს მეტ მოტივაციას, საქმის სრულყოფილად შესასრულებლად. რაც კომპანიას აძლევს საშუალებას, ეფექტურად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. რას გთავაზობთ ჩვენ:
- ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება;
- კომპენსაციის სისტემის შემუშავება;
- სამუშაო პროცედურების და ფორმების შემუშავება;
- შეფასების სისტემის დანერგვა.

პერსონალის განვითარება
პრაქტიკული ტრენინგები
ტარდება კორპორატიული დაკვეთით, დამკვეთის სივრცეში. ტრენინგები გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით და შეიცავს 15 წელზე მეტ სამუშაო გამოცდილების შედეგად დაგროვებულ ცოდნას, გამოცდილებას და რეალურ მაგალითებს.

ტრენინგები
პერსონალის განვითარება
ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების ყოლა. ამისთვის, მარტივი გზა არის სხვა კომპანიიდან გამოცდილი კადრის გადმობირება და მაღალი ხელფასის გადახდა. თუმცა, არსებობს მეორე გზაც – კომპანიამ შექმნას კარიერული განვითარების გეგმა, ჩადოს ინვესტიცია თანამშრომელთა განათლებაში და დააწინაუროს ისინი შესაბამის პოზიციებზე, რაც გავლენას მოახდენს მათ მოტივაციაზე. ამ კუთხით ჩვენ გთავაზობთ:
- შიდა კადრის შერჩევა / დაწინაურება ტრენარად;
- შიდა კადრისთვის ტრენერების ტრენინგის ჩატარება;
- ტრენინგისთვის საჭირო პროცედურების შემუშავება;
- ატესტაციის სისტემის შემუშავება;
ვებ დეველოპმენტი
დასრულებული პროექტები
თუ ფლობთ ბიზნესს და გსურთ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება ციფრულ სივრცეში გამოჩნდეს, ჩვენ გთავაზობთ კომპანიის ბიზნეს პროცესებზე დაფუძნებულ საპრეზენტაციო, სტატიკური ან დინამიური ვებ გვერდის აგებას, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაში იქნება მოწოდებულ ტექნიკურ დავალებასთან და ბრენდბუქთან.
თანამშრომლობა
კორპორატიული კლიენტები
ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ დამკვეთს ნდობისთვის და პროდუქტიული თანამშომლობისთვის. საქმიასადმი პროფესიონალური მიდგომა, სწორი კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა, წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი პირობაა.
სიახლეები & სტატიები
ბლოგი
გაეცანით საინტერესო სტატიებს, მენეჯმენტის, გაყიდვების, მარკეტინგის, ლიდერობისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.