საცალო და კორპორატიული გაყიდვები (B2C & B2B) დღეს ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით გვხვდება და მომსახურების სექტორში, ეს იქნება ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, სასტუმრო რესტორანი, ან თუნდაც უძრავი ქონება – უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. კონკურენციის გასამკლავებლად ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან ეფექტური სარეკლამო კამპანიები. თუმცა, მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქტთან დაკავშირებით, საბოლოოდ გაყიდვების კონსულტანტი (ან გაყიდვების მენეჯერი) უწევს და უმეტესწილად მის კონსულტაციაზე არის დამოკიდებული მომხმარებელის გადაწყვეტილება – შეიძენს თუ არა იგი პროდუქტს.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- ტრენინგის ხანგრძლივობა – 15 სთ
- ტრენერი: სიმონ ორმოცაძე
ტრენინგის მიზანი:
დღეს ბაზარზე ყველაზე ბევრი სამუშაო ადგილი ჩნდება გაყიდვების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, მსმენელის ცოდნა და საჭირო უნარჩვევები მაქსიმალურად მივუახლოვოთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დამსაქმებელი აქვეყნებს შესაბამის ვებ გვერდებზე ამ პოზიციასთან დაკავშირებით.
მოდული 1 – B2C საცალო გაყიდვები
- საცალო გაყიდვების სექტორი;
- განწყობა;
- პროდუქტის ცოდნის საჭიროება;
- კლიენტების ტიპები
- წინააღმდეგობები გაყიდვებში;
- ასაკი გაყიდვებში;
- გუნდური მუშაობა და ეთიკა;
- სტრესის მართვა;
- ერთი სამუშაო დღე მაღაზიაში;
მოდული 2
- გაყიდვების სქემა;
- მაღაზიის ორგანიზაციული სტრუტქურა;
- მერჩენდაიზინგი;
- მარაგების კონტროლი;
- შიდა აღწერა;
- საქონლის მიღება;
- აქციების მნიშვნელობა;
- გაყიდვების გეგმა;
- EAN კოდი, სტიკერიზაცია;
- პოს ტერმინალი, ERP;
- პირადი კლიენტების პორტფელი;
- გაყიდვის დასრულება.
მოდული 3 – კორპორატიული გაყიდვები B2B
- ეკონომიკის 10 პრინციპი
- ბიზნეს პროცესი გაყიდვებში
- კლიენტების მოძიების არხები
- კომუნიკაცია
- მოლაპარაკების ხელოვნება;
- ეფექტური პრეზენტაცია;
- დროის მართვა
- ურთიერთობა საწყობთან და სერვისთან;
- დებიტორული დავალიენებების მართვა;
- კონტრაქტების მართვა;
მოდული 4
- კონფლიქტური სიტუაციის მართვა;
- ეთიკა ბიზნესში
- კლიენტების პორტფელის მართვა;
- მომწოდებლები და პარნიორები;
- პროექტები და ტენდერები, MAF დოკუმენტი
- ფასწარმოქმნა, მარჟა, ფასნამატი;
- ადგილობრივი შესყიდვები და ლოჯისტიკა;
- B2B გვერდი, ინვოისის ფორმირება;
- გაყიდვების სტატისტიკა;
- გაყიდვების მენეჯერის ერთი სამუშაო დღე;
მოდული 5 – დოკუმენტაციასთან მუშაობა
- Word, Excel – საჭირო ფუნქციების განხილვა;
- Power Point – საჭირო ფუნქციების განხილვა;
- Outlook – საჭირო ფუნქციების განხილვა;
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
როგორ გახდნენ საინტერესო კადრები დამსაქმებლისთვის. ასევე, როგორ შექმნან, განამტკიცონ და მართონ გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობები კლიენტებთან. გაზარდონ მათ რაოდენობა და გაყიდონ მეტი, რათა გამოიმუშაონ სოლიდური ბონუსი.