მოკლე ან გრძელვადიან, სხვადასხვა კატეგორიის და შინაარსის ტრენინგებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომსახურების და არა მარტო მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიები უკვე საჭიროდ მიიჩნევენ თავიანთი პერსონალის განვითარებას, სატრენინგო სისტემის ჩამოყალიბებით. გარდა ამისა, ტრენინგები დიდ როლს ასრულებს იმ ადამიანების პროფესიული განათლების ამაღლებაში, რომლებიც ვერ წვდებიან სწავლის მაღალ გადასახადს უნივერსიტეტებში. დაეხმარო სხვებს განვითარებაში, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.
დღეს ბევრი კომპანია აფინანსებს თანამშრომელთა განათლებას. ბევრიც არ თვლის საჭიროდ და პერსონალი თვით განვითარებას ეწევა. რადგან, ინვესტიციის ჩადება განათლებაში არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. თუმცა, არის საშუალედო გზა განავითარო საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ ასწავლო სხვებს. ანუ, თავად გახდე ტრენერი. Ამ დროს გრძნობთ იმატებს თქვენში პასუხისმგებლობის გრძნობა და როგორ ვითარდებით, იძენთ მეტ ცოდნას და როგორ იზრდება საჭირო კომპეტენციები.
კურსის მიზანი
პრაქტიკული ვორქშოფი – ტრენინგი ტრენერებისთვის, მიზნად ისახავს მსმენელს შესძინოს ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პრაქტიკულად შექმნას მოდულები და მოემზადოს ნებისმიერი სიდიდის აუდიოტორიასთან ეფექტური ტრენინგის ჩატარებისთვის.
კურსის შესახებ
- ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 სესია, 21 სთ
- ტრენერი: სიმონ ორმოცაძე
- ფასი: 680 ლარი (1 მსმენელი ჯგუფში)
ტრენინგის შინაარსი
სესია 1 – ეფექტური კომუნიკაცია.
- რეალობის სუბიექტურობა;
- კომუნიკაციის არსი;
- კომუნიკაციის პროცესი;
- ვერბარული და არავერბალური კომუნიკაცია;
- აქტიური და პასიური მოსმენა;
- ასერტიულობა;
- კომუნიკაციის დონეები;
- ინფორმაციის ნეგატიური და პოზიტიური ფორმულირება;
- შეკითხვის დასმის ტექნიკა;
- შეკითხვის ტიპები;
- ტიპიური შეცდომები შეკითხვის დასმის დროს;
- ტექნიკური ინფორმაცია და ალტერნატივები;
- ვერბალური და არავერბარული კომუნიკაცია;
სესია 2 – ეფექტური პრეზენტაციები
- რა არის პრეზენტაცია?
- წარმატებული პრეზენტაციის საწყისები;
- საუბრის მანერა;
- სხეულის ენა და ფსიქოლოგია;
- პრეზენტაციის ძირითადი წერტილები;
- პრეზენტაციის ტიპები;
- მომზადება პრეზენტაციისთვის;
- პრეზენტაცია გაყიდვებისთვის;
- ორგანიზაციის პრეზენტაცია;
- რეკომენდაციები საჯარო გამოსვლისთვის;
- Microsoft Power Point – ის განხილვა.
სესია 3 – ტრენინგის მართვის პრინციპები.
- ტრენერის უნარჩვევები;
- ტრენინგის ლოგიკურის სქემა;
- ტრენინგის მოდულების შემუშავება;
- სლაიდშოუს სტრუქტურა;
- ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა;
- საკვანძო საკითხები ტრენინგის დაგეგმისთვის;
- როგორ უნდა იყოს აუდიტორია მოწყობილი?
- ტრენინგისთვის ჩატარებისთვის საჭირო აქსესუარები;
- ტრენინგზე სამუშაო პრინციპები;
სესია 4 – ტრენინგის მართვის პრინციპები.
- ჯგუფის მართვის პრინციპები;
- აქტივობის მართვა, უკუკავშირი;
- დამაბრკოლებელი ფაქტორები ტრენინგზე;
- დამხმარე მასალის ფორმირება;
- ტრენინგის დამთავრების ხერხები;
- ტრენინგის შეფასების კრიტერიუმები;
- ტრენინგის ბიუჯეტირება;
- სასარგებლო რჩევები ტრენერებისთვის.
სესია 5 – პერსონალური და ზოგადი მენეჯმენტი.
- განწყობის თეორია;
- ეფექტური მიზნის მახასიათებლები;
- დროის მართვა;
- ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკების ხელოვნება;
სესია 6 – პერსონალური და ზოგადი მენეჯმენტი.
- სტრესის და კონფლიქტის მართვა;
- ლიდერობა;
- გუნდის მართვა;
- ზოგადი მენეჯმენტი – დაგეგმვა, მოტივაცია, კონტროლი;
- მოტივაცია – წარმატების გასაღები.
სესია 7 – ტრენინგის ფასილიტაცია, შეფასება და უკუკავშირი.
ტრენინგის ბოლო მოდული განკუთვნილია ჯგუფური მუშაობისთვის და ტრენინგის ფასილიტაციისთვის. თითოეულ მონაწილე წინასწარ მომზადებული სცენარით ატარებს ტრენინგს. ტრენერი და ჯგუფი აფასებს ჩატარებულ ტრენინგს და აძლევს ნეიტრალურ, ობიექტურ შეფასებას.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
შექმნას სატრენინგო მოდულები, დააორგანიზოს და ჩაატაროს სხვადასხვა სახის ეფექტური ტრენინგები. მარტივად მართოს ჯგუფი და მიაღწიოს მსმენელთა კმაყოფილების მაქსიმალურ დონეს.