ორგანიზაციული განვითარება (OD) მოიცავს სისტემატურ მიდგომას ორგანიზაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, დაგეგმილი სტრატეგიების მეშვეობით. ორგანიზაციული განვითარება ორიენტირებულია ორგანიზაციული სტრუქტურის, პროცესების, კულტურისა და ადამიანების განვითარებაზე, რაც კომპანიას ეხმარება მიაღწიოს ოპტიმალურ შედეგიანობას და მოერგოს ცვალებად გარემოს.
დასაქმებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუ კომპანია მას შესთავაზებს კარიერული წინსვლისთვის გამჭვირვალე სქემას. ასევე, მუშაობის პროცესში მიუკერძოებლად შეაფასებს მის პირად კომპეტენციებს და მიღწევებს, წინასწარ დაგეგმილი სტანდარტების შესაბამისად. ამით, ორგანიზაცია ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების შექმნაზე და შენარჩუნებაზე. ამიტომ, ორგანიზაციამ თავიდანვე უნდა განსაზღვროს კადრებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა, რადგან ადამიანური რესურსები – უპირველესი და უმნიშვნელოვანესი აქტივია კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
ორგანიზაციული განვითარების სარგებელი
- ორგანიზაციის გაუმჯობესებული შესრულების ხარისხი და პროდუქტიულობა;
- თანამშრომლების გაზრდილი ჩართულობა და კმაყოფილება;
- უკეთესი ადაპტირება ბაზრისა და გარემოს ცვლილებებთან;
- გაძლიერებული ლიდერობის და მართვის შესაძლებლობები;
- გამარტივებული პროცესები და გადაწყვეტილების შემცირებული დრო;
- ინოვაციის და მუდმივი გაუმჯობესების ხელის შეწყობა;
- პოზიტიური და გუნდის შემკვრელი ორგანიზაციული კულტურა.
რა შეიძლება ჩვენ შემოგთავაზოთ
ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება.
- სამუშაო პროცესების აღწერა;
- სამუშაო პროცესების განაწილება სტრუქტურულ ერთეულებს შორის – მოვალეობების და გადაწყვეტილების დონეების შესაბამისად;
- განაწილებული სამუშაო პროცესების შესაბამისად სტრუქტურისა და სამუშაო აღწერილობების შედგენა;
- თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება;
კომპენსაციის სისტემის შემუშავება.
- ფიქსირებული ხელფასის განსაზღვრა;
- ცვლადი/გამომუშავებით ხელფასის განსაზღვრა;
- ფიქსირებული და ცვლადი ხელფასის პროპორციული შეფარდება.
სამუშაო პროცედურების და ფორმების შემუშავება.
- თანამშრომლის შერჩევის პროცედურა;
- თანამშრომლის გათავისუფლების პროცედურა;
- დისციპლინარული საჩივრის/დასჯის პროცედურა;
- შვებულების პროცედურა.
შეფასების სისტემის დანერგვა.
- შეფასების პერიოდულობის დაგეგმვა;
- თანამდებობებისთვის ძირითადი მიზნების/შედეგების განსაზღვრა;
- თანამდებობებისთვის საჭირო კომპეტენციების განსაზღვრა სამუშაო აღწერილობიდან;
- დადგენილი მიზნების შეფასების მექანიზმების დადგენა;
- შეფასების შედეგების შესაბამისად სამოქმედო გეგმის (წახალისების/განვითარების) შემუშავება;
მომსახურების ღირებულება
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის მოცულობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.