ლიდერების უმეტესი ნაწილი, თავიანთ კომპანიებსა და ბიზნესს, მართავენ ანონიმურად და ჩუმად. სხვებს კი უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვთ ან ჰქონდათ ბევრ ადამიანზე, თავისი საზოგადო ცნობადობის გამო: ისინი არიან „მსოფლიო მასშტაბის“ ლიდერები, როგორიც იყო ისეთი ლეგენდარული ადამიანი, რომელიცაა აბრაამ ლინკოლნი. ამერიკის მე-16 საუკუნის პრეზიდენტზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ლიდერობის გაკვეთილები, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:
1 – ემოციური ინტელექტი და ემპათია
პრეზიდენტ ლინკოლნს ესმოდა მის ელექტორატთან კავშირის დამყარების მნიშვნელობა. პირველივე დღიდან იგი ცდილობდა მოეპოვებინა მათი პატივისცემა, ვინც მას იცნობდა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოქალაქეებს შეეძლოთ სტუმრებოდნენ მას ოფისში. ლიდერის ამოცნობა შეიძლება მისი ემოციურიინტელექტისდასხვებისმიმართემპათიისდონის მიხედვით. არც ერთი ლიდერი არ დაბადებულა ლიდერად. სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც გენერლები ან გუბერნატორები იყვნენ, ლინკოლნს არ ჰქონდა გუნდის მართვის გამოცდილება და ამის მიუხედავად მისი ლიდერობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.
2 – კომუნიკაცია
ლინკოლნის წარმატება უმეტეს წილად გამოწვეული იყო სხვებთან მისი კომუნიკაციისდაკავშირისუნარით. აშშ–ის იკონური პრეზიდენტი განთქმული მთხრობელი, ვისაც შეეძლო თავისი აუდიენციის ჩათრევა თავის მონაყოლ ამბებში და მისი პროექტების ხედვებში. იმისთვის, რომ იყოლიდერი, არსებითად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგ მოსაუბრედ ჩამოყალიბება და ცოდნა იმისა, თუ როგორ გადმოსცემესიჯებინათლად.
3 – სოციალური უნარები
ემპათიის და ემოციური ინტელექტის გარდა, სხვა ადამიანებთან შერევის უნარი არის კარგი ლიდერის და მათი გუნდის გაძღოლის და დარწმუნების უნარის მახასიათებელი ნიშანი. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ლინკოლნმა შექმნა იმ პოლიტიკური კონკურენტებისგან შემდგარი კაბინეტი, ვისიც მას სწამდე. ძლიერმა ლიდერმა იცის, როდის დაეყრდნოსსხვებს და შეუძლია თავისიგუნდისწარმატება თავის წარმატებაზე მნიშვნელოვნად აღიაროს.
4 – მოტივაცია
მოტივაცია სავარაუდოდ, ლიდერობის ყველაზე დამახასიათებელი გაკვეთილია. პროექტის მიმართ ენთუზიაზმის გაზიარება და გავრცელება არსებითად მნიშვნელოვანია გუნდის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად და ამოცანების და მიზნების მისაღწევად ერთადმუშაობისთვის. ლინკოლნი თავის პრინციპებს ყოველთვის ნათლად წარმოაჩენდა და ცდილობდა დაენერგა ისინი პრაქტიკაში, თავისი კარიერის განმავლობაში.
5 – ნდობის სტიმულირება
ლიდერი ვერ იქნება ნამდვილი ლიდერი, თუ მას არ შეუძლია პოზიტიურიმესიჯის ჩამოყალიბება. ბოლოდროინდელ ფილმში ლინკოლნზე, რომლის რეჟისორი სტივენ სპილბერგია, პირველი ლედი თავის ქმარს ეუბნება: „არავინ უყვარს ხალხს ისე ძლიერ, როგორც შენ. არ გაფლანგო ეს ძალა!“ აბრაამ ლინკოლნმა გაითვალისწინა ეს რჩევა და ყოველთვის ცდილობდა, ოპტიმისტურიდამოკიდებულებით მოეხდინა ამომრჩევლებში ნდობისსტიმულირება.
6 – კრიტიკის და რჩევის მიღება
ლინკოლნი იყო პოლიტიკოსი, რომელიც იყო ღია, კრიტიკისდადებატებისმიმართ. მან თავისი ლიდერობა გაამყარა იმ დროინდელ ამერიკის საზოგადოებასთან დიალოგის გზით და სხვის აზრს იყენებდა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად და თავისი საზოგადო იმიჯის გასაუმჯობესებლად. აშშ–ის პრეზიდენტი იღებდა რჩევას მაგრამ ასევე მიყვებოდა საკუთარინსტინქტსაც, როდესაც ის თვლიდა, რომ ის იყო ბრძნული. უკუკავშირის მიღება აუცილებელია, სოციალური და ხალხთან ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარების განსავითარებლად.
წყარო: Game-learn.com