ორგანიზაცია, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას და ჰყავს პერსონალი, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ მომხმარებლებთან, უნდა ამკვიდრებდეს კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს, რადგან მომხმარებლები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის განვითარებას და წინსვლას კონკურენტულ ბაზარზე.
კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება, ორგანიზაციას აძლევს საშუალებას გაზარდოს მოტივაციის დონე თანამშრომლებში და შეიძინოს მეტი ლოიალური კლიენტი, რაც თავის მხრივ ზრდის მეტი შემოსავლის მიღების შანსს.
რა ტიპის ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი მომსახურების სტანდარტების შემუშავება?
კლიენტებთან მომსახურების სტანდარტების შემუშავება, ინდივიდუალურია თითოეული ტიპის ორგანიზაციისთვის და განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა სპეციფიკის პროდუქტს ან/და მომსახურებას ქმნის კომპანია. მაგალითად, შედარებისთვის, მომსახურების სტანდარტი შეიძლება განსხვავებული იყოს ბანკისთვის და სასტუმროს ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ ამ საკითხზე, თუ თქვენ ფლობთ ბიზნესს შემდეგი მიმართულებით:
- რესტორანი, კაფე;
- სასტუმრო;
- მაღაზიათა ქსელი; (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი, ტექსტილი, წიგნები და ა.შ.)
- საავადმყოფო, აფთიაქი;
- სასწავლო დაწესებულება (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი და ა.შ.)
- ონლაინ გაყიდვები (ელ-კომერცია, ქოლცენტრი)
- გასართობი ცენტრი და სხვ.
რა შეგვიძლია ჩვენ შემოგთავაზოთ.
- გავეცნობით კომპანიის სპეციფიკას;
- ბიზნეს პროცესებს და მარეგულირებელ დოკუმენტებს;
- გავესაუბრებით საკვანძო თანამშრომლებს;
- დავიწყებთ დოკუმენტის დრაფტის მომზადებას;
- დამკვეთთან ერთად განვიხილავთ და ვიმსჯელებთ თითოეული პუნქტის მნიშვნელობაზე;
- საჭიროების შემთხვევაში შევიტანთ კონკრეტულ ცვლილებებს და დავამტკიცებთ დოკუმენტს.
- დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით ავაგებთ სატრენინგო მოდულებს;
- თანამშრომლებს ჩავუტარებთ შესაბამის პრაქტიკულ ტრენინგებს;
როგორ გავიგოთ გაუმჯობესდა თუ არა თანამშრომელთა მომსახურების დონე კომპანიაში?
კლიენტებთან მომსახურება აბსტრაქტული საკითხია და ტექნიკურ კომპეტენციებთან ერთად, დაფუძნებულია ადამიანთა ემოციებზე. იმისთვის, რომ გაიზომოს მომსახურების ხარისხის დონე, კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს და დაადგინოს, თუ რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები მომსახურების პროცესში. რის შემდეგაც, შესაძლებელია დაგეგმოს მისტიური კვლევა. სადაც დაგეგმილი სცენარების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, როგორც კონკრეტული პიროვნების მომსახურების დონე კლიენტთან, ასევე მომხმარებლის კმაყოფილების დონე, კონკრეტულ ობიექტთან ან/და სუბიექტთან მიმართებაში.
ჩვენ მუდმივად მზად ვართ ვითანამშრომლოთ ორგანიზაციასთან გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში და ჩავატაროთ განმეორებითი ტრენინგები, რომელიც დაფუძნებული იქნება მისტიური კვლევის შედეგებზე.
მომსახურების ღირებულება
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის მოცულობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.