თანამშრომლობითი კულტურის შექმნის 5 სტრატეგია

სოციალური ქსელი


თანამშრომლობითი კულტურის ქონა, ორგანიზაციებს თანამშრომლების ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდაში ეხმარება. იდეები და ინფორმაცია უფრო ადვილად ვრცელდება, როდესაც თანამშრომლები ურთიერთობენ და თანამშრომლობენ ფუნქციონალურ და განყოფილების დონეზე, რამაც შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს კომპანიის მუშაობაზე. კვლევამ, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ Institute for Corporate Productivity, გამოავლინა, რომ კომპანიები, სადაც არის თანამშრომლობითი კორპორატიული კულტურა, აქვთ 5,5-ჯერ უფრო მაღალი შედეგიანობის ალბათობა, ვიდრე კომპანიებს, სადაც  ეს არ არის.

თანამშრომლობითი კულტურის შექმნა შეიძლება რთული იყოს კომპანიებისთვის, გაურკვეველი მოლოდინების, განხორციელებისას ნაკლები კონტროლის ან იმ თანამშრომლების გამო, ვისაც არ აქვს თანამშრომლობი უნარი ან სურვილი. აქ მოცემულია ხუთი სტრატეგია, რომლებიც დაგეხმარებათ ამ გამოწვევების გადალახვაში და ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გარდაქმნათ თქვენი კულტურა, რათა ის გახდეს უფრო თანამშრომლობითი:

1. მოახდინეთ ნათელი ხედვის კომუნიკაცია

თანამშრომლობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა კომპანიებში ასე, რომ აქვს აზრი, ჩამოაყალიბოთ თქვენთვის სასურველი ქცევები და ატრიბურები და ის, თუ როგორი იქნება ორგანიზაცია მას შემდეგ, რაც იმუშავებს თანამშრომლობითი კულტურა. თანამშრომლობითი კულტურის ხედვის კომუნიკაცია უნდა მოხდეს თანამშრომლებთან ღიად და მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი გამყარება, რათა ის არ გახდეს მხოლოდ „დროებით პოპულარული რამე“. ნათელი ხედვა, რომლის თანმიმდევრულად მიწოდება ხდება უმაღლესი რგოლის ლიდერებისგან, თანამშრომლებს ეხმარება დაინახონ ხედვის ხაზი საბოლოო მიზნისკენ, რაც მათ საშუალებას მისცემთ შექმნან ჩართულობა, როდესაც ორგანიაცია ახლოს იქნება ხედვის რეალიზაციასთან.

2. აიყვანეთ და განავითარეთ თანამშრომლობითი ლიდერები

ისევე, როგორც კომპანიის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ამოცანა, თანამშრომლობითი კულტურის შექმნა კომპანიის ლიდერებისგან მოითხოვს მხარდაჭერას.  ლიდერების გარეშე, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის მცდელობა დაზარალდება. ლიდერების მხარდაჭერის მოპოვების რამდენიმე გზა მოიცავს:

  • ისეთი ლიდერების მოზიდვა და დაქირავება, რომელთაც აქვთ თანამშრომლობითი მენეჯმენტი სტილი, ძლიერი ერთგულება გუნდური მუშაობის და რესურსის განაწილების მიმართ და თავის გუნდში თანამშრომლობის წახალისების უნარი.
  • ლიდერების ტრენინგის და განვითარების პროგრამის დანერგვა, რაც ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა მოახდინონ მოლოდინების კომუნიკაცია, თანამშრომლობითი ქცევის შექმნა საკუთარი მაგალითის საფუძველზე და ასევე ქოუჩინგს, სხვების განსავითრებლად.
  • ლიდერების აღიარება და დაჯილდოვება, რომლებიც ახდენენ ძლიერი ერთგულების დემონსტრირებას – თანამშრომლობითი სამუშაო კულტურის კომპანიისეული ხედვის მიმართ.

3. შექმენით თანამშრომლობის შესაძლებლობები

თანამშრომლობა ვერ შედგება, თუ თანამშრომლები არ იქნებიან სიტუაციაში, სადაც მათ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართონ თავის გუნდის ხაზს. ერთობლივი გუნდური პროექტები, კროს-ფუნქციური ფოკუს-ჯგუფები და კომპანიის საერთო მიზნის გარშემო შექმნილი ჯგუფური ჩათები არის იმის მაგალითი, თუ რა გზებით შეიძლება გუნდების ერთად შეკრება ისე, რომ მათ განავითარონ საერთო გამოცდილება და მიიღონ სარგებელი ერთმანეთის იდეებით და შესაძლებლობებით. ექსპერიმენტული სავლება, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ისწავლონ კეთებით, ასევე ეხმარება ადამიანებს, ისწავლონ და ჩვევად გამოიმუშავონ ქცევები, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ყოველდღიურობაში რათა გახდნენ უფრო თანამშრომლობითი. თავდაპირველად, ყველასთვის კომფორტული არ იქნება, ასე რომ შეიძლება საჭირო გახდეს ტრენინგის ჩატარება, რაც მათ წაახალისებს, მოიქცნენ შესაბამისად და დაეხმარება აღიჭურვონ ახალ კულტურაში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარებით.

4. გამოიყენეთ სოციალური თანამშრომლობის ინსტრუმენტები

ციფრულ ეპოქაში, შიდა სოციალურმა ქსელებმა და Cloud – ზე დაფუძნებულმა საშუალებებმა, შეიძლება თანამშრომლებს ხელი შეუწყოს ურთიერთთანამშრომლობაში. თანამშრომლობა უკვე აღარ არის შეზღუდული ადამიანების ჯგუფით საკონფერენციო ოთახში ან ონლაინ საკონფერენციო ზარში. ბიზნეს ექსპერტების კვლევამ დაადგინა, რომ 83 პროცენტის აზრით, ისინი თანამშრომლობისთვის დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიაზე, ხოლო 82 პროცენტის აზრით, ურთიერთთანამშრომლობისთვის საჭირო ტექნოლოგიის დაკარგვა მათზე უარყოფითად აისახება. ურთიერთთანამშრომლობის ხელსაწყოები ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილზე და დროის სარტყელში მყოფი გუნდების ერთად შეკრებას, რაც დაარღვევს იმ ბარიერს, რომელიც შესაძლოა თავდაპირველად ხელს უშლიდა ცალკეულ პიროვნებებს, ხშირად კომუნიკაციაში.

5. განამტკიცეთ და ისევ გადახედეთ

თანამშრომლობითი კულტურის შექმნა, ისევე როგორც კომპანიის სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, ერთ დღეში არ ინერგება. მითუმეტეს, თუ ისტორიულად ორგანიზაცია დაყოფილი იყო ჯგუფებად და არ არის მიჩვეული თანამშრომლობით მუშაობას. აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და განმტკიცება ქცევის მდგრადი ცვლილების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლების ძველი ქცევისკენ მიბრუნების თავიდან ასაცილებლად. განმამტკიცებელი აქტივობები ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს, როდესაც მათ აქვთ ეფექტურობისთვის საჭირო საშუალებები და ლიდერები აღჭურვილნი არიან შესაბამისად, რომ პასუხი გასცენ შეკითხვებს, გადაჭრან პრობლემები და მოახდინონ თანამშრომლებთან მუდმივი უკუკავშირი. განმტკიცების საშუალებები და აქტივობები მოიცავს:

  • გუნდის შემკვრელი აქტივობები, რომლებიც ცალკეულ პიროვნებებს წაახალისებს, გაივარჯიშონ უნარები, გაამყარონ ნდობა და განამტკიცონ მხარდამჭერი ურთიერთობები. ეს შეიძლება მოიცავდეს კომპანიის დიდ გასვლით ღონისძიებას, ან უფრო მცირე მასშტაბის მქონე ყოველდღურ აქტივობებს.
  • კვლევები, რომლებიც განსაზღვრავს თანამშრომლების შეხედულებებს კომპანიის კულტურის შესახებ და იმაზე თუ როგორ აისახება ის მათ ქცევაზე.
  • შეფასებები და შინაარსის წახალისება, რაც განამტკიცებს თანამშრომლების მიერ ადრე ნასწავლს.

დასკვნათანამშრომლობითი კულტურის შექმნა შესაძლებელია!

კომპანიებს ზოგჯერ უჭირთ თანამშრომლობითი კულტურის ქონა, მაგრამ ეს ყოველთვის არასაკმარისი მცდელობის გამო არ ხდება. არც ერთი კულტურის ცვლილება არ არის მცირე წამოწყება და მას სჭირდება დრო, მოთმინება და რეგულარული გამტკიცება. ნათელი ხედვით, ძლიერი ლიდერებით და ასევე ხელსაწყოებით და გამოცდილებით, რაც ახდენს თანამშრომლობითი ქცევის მხარდაჭერას, შესაძლებელია თანამშომლობითი კულტურის არსებობა.

წყარო: eaglesflight.com